
შესაქმე 4:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
შესაქმე 4:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 მარტი, 2027, დიდმარხვის მეორე კვირის სამშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 4:14 კონტექსტში
4:12დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.
4:13უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
4:14აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა.
4:15უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
4:16გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
პარალელური ადგილები: შესაქმე 4:14
- რიცხვთა 35:19მესისხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი; შეხვდება და თვითონვე მოკლას.
- იობი 15:20იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის;
- იობი 15:24აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.
- ფსალმუნები 143:7მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, რადგანაც შენით ვიმედოვნებ. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რაკიღა შენკენ აღვაპყარ სული ჩემი.
- იგავესნი 28:1ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
- მეორე სთვლისაება 28:65ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს და მწუხარე სულს.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:9ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,
- შესაქმე 4:15უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 4
სრულად წაიკითხე: შესაქმე 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში