გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 40:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 40:11

ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი.

შესაქმე 40:11 · საქართველოს საპატრიარქო

შესაქმე 40:11 კონტექსტში

40:9უამბო მწდეთუხუცესმა იოსებს თავისი სიზმარი და უთხრა: ვხედავ, სიზმარში ვაზია ჩემს წინ.

40:10სამი ლერწი აქვს ამ ვაზს; როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო ყვავილი და დამწიფდა მტევანი.

40:11ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი.

40:12უთხრა იოსებმა: ეს არის მაგისი ახსნა: სამი ლერწი სამი დღეა.

40:13სამი დღის შემდეგ თავს აგიწევს ფარაონი და შენს სამსახურში დაგაბრუნებს. კვლავ მიართმევ ფარაონს თავის თასს, როგორც ადრე მიართმევდი ხოლმე, როცა მისი მწდე იყავი.

პარალელური ადგილები: შესაქმე 40:11

განაგრძე კითხვა: შესაქმე 40

სრულად წაიკითხე: შესაქმე 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში