
ნეემია 2:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეოცე წელს, ღვინო იდგა მის წინ; ავიღე ეს ღვინო და მეფეს მივართვი; რაკი მწუხარე არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,
ნეემია 2:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 2:1 კონტექსტში
2:1ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეოცე წელს, ღვინო იდგა მის წინ; ავიღე ეს ღვინო და მეფეს მივართვი; რაკი მწუხარე არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,
2:2მეფემ მითხრა: რატომ გაქვს მწუხარე სახე? ავად არა ხარ. ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის მწუხარებაო. ძალზე შევშინდი.
2:3ვუთხარი მეფეს: საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?
პარალელური ადგილები: ნეემია 2:1
- ეზრა 7:1ამ ამბების შემდეგ სპარსთა მეფის, ართახშაშთას, მეფობაში ეზრა ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი,
- ნეემია 1:11გევედრები უფალო, დაე, შენი ყური სმენად იყოს შენი მორჩილის ლოცვისა და იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ. ახლა კი ხელი მოუმართე შენს მორჩილს და ამ კაცის წინაშე წყალობა აპოვნინე. მე მეფის ღვინისმწდე ვიყავი.
- ნეემია 1:1ნეემია ხაქალიას ძის სიტყვები. ქისლევის თვეში, მეოცე წელს, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი,
- ეზრა 7:7წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს.
- ესთერი 3:7პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, მეფე ახაშვეროშის მეთორმეტე წელს, დაიწყეს ფურის, ანუ წილის ყრა ჰამანის თვალწინ და ყრიდნენ წილს დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე, თორმეტ თვეს, ანუ ადარის თვემდე.
- შესაქმე 40:21დააბრუნა მწდეთუხუცესი თავის ადგილზე და იგი კვლავაც მიართმევდა ფარაონს თასს.
- შესაქმე 40:11ხელში ფარაონის თასი მეჭირა; ავიღე ყურძენი, ჩავწურე ფარაონის თასში და თასი ფარაონს მივართვი.
განაგრძე კითხვა: ნეემია 2
სრულად წაიკითხე: ნეემია 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში