გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 41:36 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 41:36

იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის შვიდი მოუსავლიანი წლის განმავლობაში, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს.

შესაქმე 41:36 · საქართველოს საპატრიარქო

შესაქმე 41:36 კონტექსტში

41:34ასე ქნას ფარაონმა: ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახდევინონ ეგვიპტის ქვეყანას შვიდი მოსავლიანი წლის განმავლობაში.

41:35დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ და შეინახონ.

41:36იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის შვიდი მოუსავლიანი წლის განმავლობაში, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს.

41:37მოეწონა ნათქვამი ფარაონს და ყველა მის მორჩილს.

41:38უთხრა ფარაონმა თავის მორჩილთ: ისეთ კაცს თუ ვიპოვით, ვისშიც ღვთის სული იქნება?

პარალელური ადგილები: შესაქმე 41:36

განაგრძე კითხვა: შესაქმე 41

სრულად წაიკითხე: შესაქმე 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში