
შესაქმე 41:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე ქნას ფარაონმა: ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახდევინონ ეგვიპტის ქვეყანას შვიდი მოსავლიანი წლის განმავლობაში.
შესაქმე 41:34 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 41:34 კონტექსტში
41:32ორგზის რომ გაუკვლადდა სიზმარი ფარაონს, ნიშნავს: გადაწყვეტილია ღვთისგან ეს საქმე და ღმერთი დაუყოვნებლივ აღასრულებს მას.
41:33ახლა, გამოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დაუყენოს ეგვიპტის ქვეყანას.
41:34ასე ქნას ფარაონმა: ზედამხედველები განაწესოს ქვეყანაში, რათა მეხუთედი ახდევინონ ეგვიპტის ქვეყანას შვიდი მოსავლიანი წლის განმავლობაში.
41:35დააგროვონ ამ მომავალი ბედნიერი წლების მთელი საზრდო, დაახვავონ ხორბალი ფარაონის გამგებლობაში ქალაქთა საზრდოდ და შეინახონ.
41:36იყოს ეს საზრდო მარაგად ქვეყნისათვის შვიდი მოუსავლიანი წლის განმავლობაში, ეგვიპტის ქვეყანაში რომ დადგება, რათა ქვეყანა შიმშილით არ ამოწყდეს.
პარალელური ადგილები: შესაქმე 41:34
- იგავესნი 22:3გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
- რიცხვთა 31:14განურისხდა მოსე ჯარის. უფროსებს, ათასისთავებს და ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ.
- იგავესნი 6:6მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.
- იგავესნი 6:8ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას.
- იობი 5:20შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,
- ლუკას სახარება 16:5მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
- ფსალმუნები 33:19რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
- იგავესნი 27:12საზრიანი ხედავს უბედურებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 41
სრულად წაიკითხე: შესაქმე 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში