
შესაქმე 42:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე.
შესაქმე 42:18 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 42:18 კონტექსტში
42:16გაგზავნეთ ერთი თქვენგანი და მოიყვანოს თქვენი ძმა; დანარჩენები დატყვევებული იქნებით. მაშინ გაირკვევა თუ მართალს ამბობთ. თუ არა და, ფარაონს ვფიცავ, მსტოვრები ხართ.
42:17სამ დღეს საპყრობილეში ჰყავდა ისინი.
42:18უთხრა მათ იოსებმა მესამე დღეს: ასე მოიქეცით და ცოცხლები დარჩებით; ღვთისმოშიში კაცი ვარ მე.
42:19თუ პატიოსნები ხართ, დარჩეს თქვენი ერთი ძმა საპყრობილეში, სხვები წადით და მიუტანეთ პური თქვენიანებს.
42:20აქ მომიყვანეთ თქვენი უმცროსი ძმა, რათა დამტკიცდეს თქვენი ნათქვამი და აგცდეთ სიკვდილი. დათანხმდნენ.
პარალელური ადგილები: შესაქმე 42:18
- ლევიანი 25:43ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს.
- ნეემია 5:15წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი.
- შესაქმე 20:11უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი.
- ლუკას სახარება 18:2იყო ერთ ქალაქში ერთი მსაჯული, რომელსაც არ ეშინოდა ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა.
- ნეემია 5:9ვუთხარი: არ არის კარგი ეს საქმე, თქვენ რომ აკეთებთ. განა ჩვენი ღმერთის შიშით არ უნდა დადიოდეთ, რათა ხალხებისგან და ჩვენი მტრებისგან სირცხვილი აიცილოთ?
- ლუკას სახარება 18:4დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია,
განაგრძე კითხვა: შესაქმე 42
სრულად წაიკითხე: შესაქმე 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში