
ლევიანი 25:43 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს.
ლევიანი 25:43 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 25:43 კონტექსტში
25:41მერე კი წავიდეს შენგან თავის ბავშვებიანად და დაუბრუნდეს თავის სანათესაოს, თავისი მამა-პაპის სამკვიდრებელში დაბრუნდეს.
25:42რადგან ჩემი ყმებია ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. ყმებად არ უნდა გაიყიდონ ისინი.
25:43ნუ იბატონებ მასზე ძალმომრეობით და შენი ღმერთის გეშინოდეს.
25:44ყმა და ყმაქალი, რომელიც გეყოლებათ, იმ ხალხებიდან უნდა იყვნენ, თქვენს გარშემო რომ ცხოვრობენ. მათგან იყიდეთ ყმა და ყმა ქალი.
25:45იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი.
პარალელური ადგილები: ლევიანი 25:43
- კოლასელთა მიმართ 4:1ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.
- ლევიანი 25:17ნუ მოატყუებთ ერთმანეთს და გეშინოდეს შენი ღვთისა, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- გამოსვლა 1:13უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები.
- გამოსვლა 1:14სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უწყალოდ ამუშავებდნენ.
- ლევიანი 25:46დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.
- ეფესელთა მიმართ 6:9თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება.
- ლევიანი 25:53ქირისკაცად უნდა დარჩეს მასთან ამ წლების განმავლობაში. არ უნდა იბატონოს მასზე ძალმომრეობით შენს თვალწინ.
- ეზექიელი 34:4დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 25
სრულად წაიკითხე: ლევიანი 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში