
შესაქმე 43:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი, თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც.
შესაქმე 43:12 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 43:12 კონტექსტში
43:10რომ არ დავყოვნებულიყავით, აქამდე ორჯერ ვიქნებოდით დაბრუნებულები.
43:11უთხრა მათ ისრაელმა, მათმა მამამ: თუ ასეა, ეს მაინც გააკეთეთ: გაავსეთ ჭურჭლები ამ ქვეყნის დოვლათით, ჩაუტანეთ იმ კაცს ძღვნად მცირეოდენი ბალსამონი, მცირეოდენი თაფლი, საკმეველი, შტახსი, ფსტა და ნუში.
43:12ერთიორად წაიღეთ ვერცხლი, დაბრუნებული ვერცხლი კი, თქვენს თოფრებში რომ ეწყო, უკანვე მიეცით. ალბათ შეცდომაა რაღაც.
43:13თქვენი ძმაც წაიყვანეთ, ადექით და კიდევ წადით იმ კაცთან.
43:14ყოვლადძლიერი ღმერთი შეგეწიოთ, რათა წყალობა ნახოთ იმ კაცის თვალში და გამოგატანოთ ის მეორე ძმა და ბენიამინი. მე კი, თუ უშვილოდ დარჩენა მიწერია, დავრჩე უშვილო!
პარალელური ადგილები: შესაქმე 43:12
- შესაქმე 42:25ბრძანა იოსებმა, ხორბლით აევსოთ მათი ვაშკარანები, გადახდილი ვერცხლი მათ ვაშკარანებში ჩაედოთ და საგზალი მიეცათ. ასეც მოიქცნენ.
- შესაქმე 42:35როცა გადმოაცარიელეს თავ-თავიანთი ვაშკარანები, თითოეულს თავისი ვერცხლით სავსე ტომსიკა აღმოაჩნდა ვაშკარანში. დაინახეს თავიანთი ვერცხლი მათ და მათმა მამამ და შეეშინდათ.
- კორინთელთა მიმართ ბ 8:21რადგანაც სიკეთეა ჩვენი საზრუნავი არა მარტო ღმერთის, არამედ კაცთა წინაშეც.
- რომაელთა მიმართ 13:8არავისი არა გემართოთ რა, გარდა ურთიერთსიყვარულისა, რადგან ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა რჯული.
- ებრაელთა მიმართ 13:8იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
- რომაელთა მიმართ 12:17ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
- ფილიპელთა მიმართ 4:8და ბოლოს, ძმანო, რაც კი რამ ჭეშმარიტია და პატიოსანი, რაც მართალია და წმიდა, რაც საყვარელია და საქებარი, სათნო და ქებული, იმაზე იფიქრეთ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:21ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 43
სრულად წაიკითხე: შესაქმე 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში