გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 43:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 43:20

უთხრეს: გევედრებით, ბატონო! ჩვენ წინათაც ჩამოვსულვართ პურის საყიდლად.

შესაქმე 43:20 · საქართველოს საპატრიარქო

შესაქმე 43:20 კონტექსტში

43:18შეეშინდათ ამ კაცებს, იოსების სახლში რომ მიიყვანეს. თქვეს, იმ ვერცხლის გამო მოგვიყვანეს ალბათ, მაშინ რომ ვაშკარანებში ჩაგვიდესო; თავს დაგვესხმიან, რომ დაგვიმონონ და ჩვენს სახედრებსაც დაეპატრონონ.

43:19მიადგნენ იმ კაცს, იოსების სახლის მოურავს, და დაელაპარაკნენ სახლის შესასვლელთან.

43:20უთხრეს: გევედრებით, ბატონო! ჩვენ წინათაც ჩამოვსულვართ პურის საყიდლად.

43:21ღამის გასათევში რომ მივედით, თავი მოვხსენით ჩვენს ვაშკარანებს და ვხედავთ. ვაშკარანის პირზე დევს თითოეულის ვერცხლი უკლებლივ. ახლა გიბრუნებთ ჩვენი ხელით.

43:22სხვა ვერცხლი წამოვიღეთ ჩვენი ხელით პურის საყიდლად. არ ვიცით, ვინ ჩაგვიდო ის ვერცხლი ვაშკარანებში.

პარალელური ადგილები: შესაქმე 43:20

განაგრძე კითხვა: შესაქმე 43

სრულად წაიკითხე: შესაქმე 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში