
შესაქმე 42:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი.
შესაქმე 42:10 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 42:10 კონტექსტში
42:8იცნო იოსებმა თავისი ძმები, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.
42:9გაახსენდა იოსებს სიზმრები, მათზე რომ დაესიზმრა, და უთხრა: მსტოვრები ხართ, ამ ქვეყნის სიშიშვლის დასაზვერად მოხვედით.
42:10უთხრეს: არა, ბატონო, პურის საყიდლად მოვედით შენი მორჩილნი.
42:11ერთი მამის შვილები ვართ ყველანი, პატიოსანი ხალხი ვართ. არ არიან მსტოვრები შენი მორჩილნი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 42:10
- შესაქმე 37:8უთხრეს ძმებმა: ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი სიტყვების გამო.
- მეფეთა ა 26:17კვლავ თქვა: რისთვის მდევნის ჩემი ბატონი თავის მორჩილს, რა გავაკეთე ისეთი, რა ცოდვა მაწევს.
- შესაქმე 44:9შენს მორჩილთაგან თუ ვინმეს აღმოაჩნდა თასი, მოკვდეს იგი, ხოლო დანარჩენები მონებად გავუხდებით ჩვენს ბატონს.
- შესაქმე 27:37მიუგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, ჩემო შვილო?
- შესაქმე 27:29გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!
განაგრძე კითხვა: შესაქმე 42
სრულად წაიკითხე: შესაქმე 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში