
შესაქმე 44:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ.
შესაქმე 44:13 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 44:13 კონტექსტში
44:11საჩქაროდ ჩამოიღეს თავთავიანთი ტომრები და პირი მოხსნეს ტომრებს.
44:12მოჰყვა ჩხრეკას კაცი, უფროსით დაიწყო და უმცროსით დაამთავრა. ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა თასი.
44:13შემოიხიეს სამოსელი, დატვირთეს თავთავიანთი სახედრები და ქალაქში გაბრუნდნენ.
44:14მივიდნენ იუდა და მისი ძმები იოსების სახლში - ჯერ კიდევ შინ იყო იგი - და პირქვე დაემხნენ მის წინაშე.
44:15უთხრა იოსებმა: ეს რა გაგიკეთებიათ? როგორ ვერ მიხვდით, რომ ჩემნაირ კაცს მარჩიელობის ძალიც შესწევს?
პარალელური ადგილები: შესაქმე 44:13
- მეფეთა ბ 1:11მოთქვამდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ერისა და ისრაელის სახლის გამო, მახვილისგან რომ დაეცნენ.
- მეფეთა ბ 1:2უთხრა დავითმა: საიდან მოდიხარ? მიუგო: ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი.
- შესაქმე 37:29მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და, ხედავს, აღარაა ჭაში იოსები, და შემოიხია სამოსელი რეუბენმა.
- შესაქმე 37:34ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და დიდხანს გლოვობდა შვილს.
- მეფეთა ბ 13:19ნაცარი დაიყარა თამარმა თავზე, შემოიხია ტანზე ჭრელი ტალავარი, თავზე დაიდო ხელი და მოთქმა-მოთქმით წავიდა.
- რიცხვთა 14:6იესო ნავეს ძემ და ქალებ იეფუნეს ძემ, რომლებიც სხვებთან ერთად იყვნენ წასულნი ქვეყნის დასაზვერად, შემოიხიეს ტანისამოსი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 44
სრულად წაიკითხე: შესაქმე 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში