
შესაქმე 44:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გვითხრა მამაჩემმა, შენმა მორჩილმა: თქვენ იცით, რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა.
შესაქმე 44:27 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 44:27 კონტექსტში
44:25გვითხრა მამაჩვენმა: დაბრუნდით, გვიყიდეთო მცირეოდენი პური.
44:26ვუთხარით: ვერ ჩავალთ. უმცროსი ძმა თუ ჩვენთან იქნება, მაშინ ჩავალთ. რადგან ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება.
44:27გვითხრა მამაჩემმა, შენმა მორჩილმა: თქვენ იცით, რომ ორი ვაჟი მიშვა ჩემმა ცოლმა.
44:28ერთი წავიდა ჩემგან, ვთქვი, მხეცმა დაგლიჯა-მეთქი, და დღემდე აღარ მინახავს იგი.
44:29ამასაც მაშორებთ და თუ რამე უბედურება შეემთხვა გზაზე, ჩემს ჭაღარას გამწარებულს ჩაიყვანთ შავეთში.
პარალელური ადგილები: შესაქმე 44:27
- შესაქმე 46:19რახელის ძენი; იაკობის ცოლისა: იოსები და ბენიამინი.
- შესაქმე 30:22გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.
- შესაქმე 30:25როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს: გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში.
- შესაქმე 35:16დაიძრნენ ბეთილიდან და ეფრათამდე არ იყვნენ მისულნი, რომ მოილოგინა რახელმა. მძიმე ჰქონდა მშობიარობა.
- შესაქმე 35:18სულის ამოხდომისას, როცა კვდებოდა, დაარქვა ვაჟს სახელად ბენ-ყონი (ძე ჩემი ტკივილისა), ხოლო მამამ უწოდა ბენიამინი (ძე მარჯვენისა).
- შესაქმე 29:28ასეც მოიქცა იაკობი: გაასრულა შვიდეული და მისცა ლაბანმა რახელი, თავისი ასული, ცოლად.
- შესაქმე 29:18შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის.
- შესაქმე 29:21უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა გასულია და უნდა შევიდე მასთან.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 44
სრულად წაიკითხე: შესაქმე 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში