გადასვლა შინაარსზე
ანასტასისის ფრესკა: აღმდგარი ქრისტე ადამსა და ევას საფლავებიდან აღადგენს, ხორას ეკლესია, დაახლოებით 1320
ანასტასისი (ჯოჯოხეთში ჩასვლა), ფრესკა, დაახლოებით 1320. ხორას ეკლესია, კონსტანტინოპოლი, პარეკლესიონი. საჯარო დომენი, ფოტო User:Neuceu.

შესაქმე 45:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

შესაქმე 45:7

გამომგზავნა ღმერთმა თქვენ წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი.

შესაქმე 45:7 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 21 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).

შესაქმე 45:7 კონტექსტში

45:5ნუღარ იწუხებთ და ნურც თავს გაკიცხავთ, აქ რომ გამყიდეთ. თქვენი სიცოცხლის სახსრად გამომგზავნა ღმერთმა.

45:6რადგან ეს ორი წელი შიმშილია ქვეყანაში და კიდევ ხუთი წელი არ იქნება ხვნა და მკა.

45:7გამომგზავნა ღმერთმა თქვენ წინაშე, რათა დაგარჩინოთ ამქვეყნად, სიცოცხლე შეგინარჩუნოთ და მოგიტანოთ დიდი საშველი.

45:8თქვენ კი არ გამოგიგზავნივართ აქ, არამედ ღმერთმა დამადგინა მამად ფარაონისა, მისი სახლის პატრონად და მთელი ეგვიპტის ქვეყნის განმგებლად.

45:9საჩქაროდ წადით მამაჩემთან და უთხარით: ასე ამბობს-თქო შენი შვილი იოსები: ღმერთმა დამადგინა მთელი ეგვიპტის პატრონად. ჩამოდი ჩემთან, ნუ დაყოვნდები-თქო.

პარალელური ადგილები: შესაქმე 45:7

განაგრძე კითხვა: შესაქმე 45

სრულად წაიკითხე: შესაქმე 45 · გახსენი ბიბლიის მკითხველში