
შესაქმე 48:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.
შესაქმე 48:16 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 48:16 კონტექსტში
48:14გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო.
48:15აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე,
48:16ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.
48:17დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი და არ მოეწონა; დაიჭირა მამის ხელი, რომ ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა.
48:18უთხრა იოსებმა მამას: ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, მის თავს დაადე შენი მარჯვენა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 48:16
- ფსალმუნები 34:22იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.
- შესაქმე 49:22ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
- შესაქმე 48:5ახლა ორი ძე გყავს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ შეგეძინა ჩემს მოსვლამდე; ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
- იესო ნავეს ძე 17:17ასე უთხრა იესომ იოსების სახლს, ეფრემსა და მანაშეს: ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომაც წილი ერთი არ უნდა გქონდეს.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:18უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
- რიცხვთა 26:28იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: მენაშე და ეფრემი.
- რიცხვთა 26:37ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ხუთასი. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით.
- შესაქმე 28:13აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 48
სრულად წაიკითხე: შესაქმე 48 · გახსენი ბიბლიის მკითხველში