
შესაქმე 49:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
შესაქმე 49:22 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 49:22 კონტექსტში
49:20აშერისგან - პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
49:21ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
49:22ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
49:23გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი.
49:24შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები, იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის.
პარალელური ადგილები: შესაქმე 49:22
- შესაქმე 41:52ხოლო მეორეს უწოდა სახელად ეფრემი, რადგან თქვა: ნაყოფიერმყო ღმერთმა ჩემი გაჭირვების ქვეყანაში.
- ფსალმუნები 1:1ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას, არ ზის ავყიათა საკრებულოში.
- ფსალმუნები 1:3და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.
- ფსალმუნები 128:3ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.
- შესაქმე 30:22გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა საშო.
- შესაქმე 30:24უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე ვაჟსაც.
- შესაქმე 46:27და იოსების ძენი, რომელნიც შეეძინა მას ეგვიპტეში - სულ ორი სული. იაკობის მოდგმა, ეგვიპტეში რომ ჩავიდა, მთლიანად იყო სულ სამოცდაათი სული.
- იესო ნავეს ძე 16:1ხვდათ წილი იოსების შთამომავლებს: იორდანედან იერიხონის წყლების პირდაპირ, აღმოსავლეთით: უდაბნო, რომელიც გადადის იერიხონიდან ბეთელის მთაზე.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 49
სრულად წაიკითხე: შესაქმე 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში