
შესაქმე 49:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.
შესაქმე 49:17 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 49:17 კონტექსტში
49:15ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს.
49:16დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო ისრაელის.
49:17გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 49:17
- ნეშტთა შორისა ა 12:35დანიდან იყვნენ ოცდარვაათას ექვსასნი, საომრად დარაზმულნი.
- მსაჯულნი 18:22გამოცილებული იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და უკან გამოუდგნენ დანიანებს.
- მსაჯულნი 18:31ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილოამში იყო.
- მსაჯულნი 14:1ჩავიდა სამსონი თიმნათში და იქ ერთი ქალი ნახა, ფილისტიმელი, და მოეწონა.
- მსაჯულნი 14:15მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს დაიყოლიე შენი ქმარი, რომ გვითხრას გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?
- მსაჯულნი 16:22ამასობაში იწყო თმამ წამოზრდა მის გადაპარსულ თავზე.
- მსაჯულნი 16:30თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად! და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და მთელ შიგმყოფ ხალხს. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დანახოცი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 49
სრულად წაიკითხე: შესაქმე 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში