
მსაჯულნი 18:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილოამში იყო.
მსაჯულნი 18:31 · საქართველოს საპატრიარქო
მსაჯულნი 18:31 კონტექსტში
18:29თავიანთი მამის, დანის, ისრაელის ძის, სახელობაზე უწოდეს დანი, მანამდე კი ქალაქს ლაიში ერქვა.
18:30დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ მხარის გადასახლებამდე დანისტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები.
18:31ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილოამში იყო.
პარალელური ადგილები: მსაჯულნი 18:31
- იესო ნავეს ძე 18:1შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა.
- მსაჯულნი 19:18მან მიუგო: იუდას ბეთლემიდან ეფრემის მთაში მივდივართ, იქაური ვარ. სტუმრად ვიყავი იუდას ბეთლემში, ახლა კი უფლის სახლისაკენ მიდევს გზა, მაგრამ არავინ შემიპატიჟა შინ.
- მეფეთა ა 1:3ყოველ წელიწადს ადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან ცაბაოთ უფლისათვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირავად სილოამში, სადაც ელის ორი ვაჟი ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდლები იყვნენ.
- მსაჯულნი 21:21თვალი გეჭიროთ და, როცა საფერხულოდ გამოვლენ სილოამელი ქალიშვილები, თქვენც გამოდით, თითოეულმა თითო საცოლე გაიტაცეთ სილოამელ ქალიშვილთაგან, და დაბრუნდით ბენიამინის მხარეში.
- იერემია 7:12აბა, წადით ჩემს ადგილზე, სილოამში, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი, და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ერის, ისრაელის, უკეთურების გამო.
- მეფეთა ა 4:4შეთვალა ხალხმა სილოამში და მოიტანეს ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ელის ორი ვაჟი - ხოფნი და ფინხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს.
განაგრძე კითხვა: მსაჯულნი 18
სრულად წაიკითხე: მსაჯულნი 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში