
შესაქმე 49:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
შესაქმე 49:21 · საქართველოს საპატრიარქო
შესაქმე 49:21 კონტექსტში
49:19გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება.
49:20აშერისგან - პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგბარს.
49:21ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი.
49:22ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს დარგული, რტოებით გალავანზე გასული!
პარალელური ადგილები: შესაქმე 49:21
- მეორე სთვლისაება 33:23ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი.
- შესაქმე 30:8თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი.
- შესაქმე 46:24ნაფთალის ძენი: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.
- იესო ნავეს ძე 19:32ნაფთალიანებს შეხვდათ მეექვსე წილი, ნაფთალიანებს მათი საგვარეულოების მიხედვით.
- იესო ნავეს ძე 19:39ეს არის ნაფთალიანთა შტოს სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები მათი დაბებითურთ.
- ფსალმუნები 18:33ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
- ფსალმუნები 18:34ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
- მსაჯულნი 4:10დაიბარა ბარაკმა კადეშში ზებულონი და ნაფთალი, წაიყვანა ათი ათასი კაცი და წაჰყვა დებორაც.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 49
სრულად წაიკითხე: შესაქმე 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში