
შესაქმე 6:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.
შესაქმე 6:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 6:16 კონტექსტში
6:14გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე.
6:15ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
6:16სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.
6:17აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.
6:18შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
პარალელური ადგილები: შესაქმე 6:16
- შესაქმე 7:16მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.
- შესაქმე 8:6ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.
- ეზექიელი 41:16ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და სვეტნარი ირგვლივ სამ სართულად, ზღურბლის წინ, ხით მოპირკეთებული ირგვლივ, იატაკიდან სარკმლებამდე (სარკმლები ყრუ იყო),
- მეფეთა ბ 6:16როცა უფლის კიდობანი შევიდა დავითის ქალაქში, სარკმლიდან გადმოხედა საულის ასულმა მელქოლამ, დაინახა უფლის წინაშე მოხტუნავე და მროკველი დავითი და დასცინა მას თავის გულში.
- ეზექიელი 42:3ოცი წყრთის გაყოლებაზე შიდა ეზოში და ქვაფენილის გაყოლებაზე გარეთა ეზოში სვეტნარი იყო ერთმანეთის პირდაპირ სამ სართულად.
- ლუკას სახარება 13:25ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 6
სრულად წაიკითხე: შესაქმე 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში