
შესაქმე 7:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი - ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი.
შესაქმე 7:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 7:13 კონტექსტში
7:11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
7:12აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
7:13სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი - ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი.
7:14ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
7:15შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 7:13
- შესაქმე 6:18შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
- შესაქმე 7:1უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემ წინაშე ამ თაობაში.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:20გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.
- შესაქმე 6:10შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
- შესაქმე 5:32ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეთი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:5თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;
- შესაქმე 10:6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- ნეშტთა შორისა ა 1:4ნოე, სემი, ქამი, იაფეთი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 7
სრულად წაიკითხე: შესაქმე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში