
შესაქმე 7:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
შესაქმე 7:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 7:14 კონტექსტში
7:12აწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.
7:13სწორედ ამ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე, სემი, ქამი და იაფეთი - ნოეს შვილები და მათთან ერთად ნოეს ცოლი და მისი შვილების სამი ცოლი.
7:14ესენი და ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი, ყოველგვარი ფრინველი, ყოველი ჩიტი, ყოველი ფრთოსანი.
7:15შევიდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული ედგა.
7:16მოვიდა დედალ-მამალი ყოველი ხორციელისგან და შევიდა, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები მისთვის; და დაუგმანა მათ კარი უფალმა.
პარალელური ადგილები: შესაქმე 7:14
- შესაქმე 7:2ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან - ორ-ორი, მამალი და დედალი.
- შესაქმე 7:3ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.
- შესაქმე 7:8წმინდა პირუტყვი და უწმიდური პირუტყვი, ფრინველი და ყოველი ქვეწარმავალი
- შესაქმე 7:9წყვილ-წყვილად შევიდნენ კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები ნოესთვის.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 7
სრულად წაიკითხე: შესაქმე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში