
შესაქმე 7:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.
შესაქმე 7:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 7:23 კონტექსტში
7:21მოისპო ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამქვეყნად, ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, და ყოველი ადამიანი.
7:22ყველაფერი, რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში, ყველაფერი, რაც ხმელეთზე იყო, მოკვდა.
7:23აღიგავა ყოველი არსება, რაც კი მიწის პირზე იყო; ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე - ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. გადარჩნენ მხოლოდ ნოე და მასთან ერთად კიდობანში მყოფნი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 7:23
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:5თუ არც ძველი ქვეყანა დაინდო, არამედ იხსნა მხოლოდ სიმართლის ქადაგი - ნოე, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უღმრთოთა ქვეყანას;
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:20გაკერპებულნი რომ ურჩობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნოეს დროს მოელოდნენ ღვთის სულგრძელობას, ვიდრე იგებოდა კიდობანი, რომლითაც ცოტა, ესე იგი, მხოლოდ რვა სული გადაურჩა წარღვნას.
- ებრაელთა მიმართ 11:7რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.
- ლუკას სახარება 17:26და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც.
- ლუკას სახარება 17:27ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო ყველას.
- მათეს სახარება 24:37და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
- მათეს სახარება 24:39და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 3:6ამიტომაც მაშინდელი სამყარო წყლით წაირღვნა და დაიღუპა.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 7
სრულად წაიკითხე: შესაქმე 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში