
შესაქმე 8:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.
შესაქმე 8:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 აპრილი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 8:2 კონტექსტში
8:1გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყო კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქვეყნად ქარი და დაყუდდა წყალი.
8:2დაიგმანენ უფსკრულის წყაროები და ცათა სარკმელები, და შეწყდა წვიმა.
8:3თანდათან მიიქცეოდა წყალი მიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
8:4მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი.
პარალელური ადგილები: შესაქმე 8:2
- შესაქმე 7:11ნოეს ცხოვრების მეექვსასე წელს, მეორე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს, - ამ დღეს მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმელები.
- მათეს სახარება 8:26მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
- მათეს სახარება 8:27ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
- იობი 37:11წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს;
- იობი 37:13თუ დასასჯელად, თუ მიწისთვის, თუ წყალობისთვის გამოაჩენს მას.
- იგავესნი 8:28როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,
- იონა 2:3როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა,
- იობი 38:37ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის,
განაგრძე კითხვა: შესაქმე 8
სრულად წაიკითხე: შესაქმე 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში