
მათეს სახარება 8:27: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
მათეს სახარება 8:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 2 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მათეს სახარება 8:27
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “რა კაცი არის ეს, კითხულობენ მოციქულები. ეს არის ღვთის უცოდველი ძე, წმინდაო მოციქულებო, რომლის სახელიც მთელ მსოფლიოში გაქვთ გატანილი. მისი სახელის გულისთვის იტანჯებოდით და იხოცებოდით, როგორც კრავები მგლებისგან. ვინ არიან მგლები? ესენი არიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ ქარი თავისთავად ქრის და ტბის ტალღები ან თავისთავად, ან ეშმაკის მიერ აღიძვრება.”
მათეს სახარება 8:27 კონტექსტში
8:25მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით.
8:26მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი.
8:27ხოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
8:28და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას.
8:29და, აჰა, შეჰყვირეს და თქვეს: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო, ძეო ღმრთისაო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 8:27
- მარკოზის სახარება 7:37დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.
- მარკოზის სახარება 1:27განცვიფრდა ყველა, ისე რომ, ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს, და ისინიც ემორჩილებიან მას?
- მარკოზის სახარება 6:51ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.
- მათეს სახარება 15:31ასე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ ლაპარაკობდნენ მუნჯნი, იკურნებოდნენ საპყარნი, დადიოდნენ კოჭლნი და ხედავდნენ ბრმანი: და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
- მათეს სახარება 14:33ხოლო ნავში მყოფნი მიეახლნენ, თაყვანი სცეს და უთხრეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 8
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში