
შესაქმე 9:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი.
შესაქმე 9:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 9:18 კონტექსტში
9:16გამოჩნდება ჩემი ცისარტყელა ღრუბელში, დავინახავ მას და გავიხსენებ მარადიულ აღთქმას ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი არის ამქვეყნად.
9:17უთხრა ღმერთმა ნოეს: ეს იყოს ნიშანი ჩემი აღთქმისა, რომელიც დაგიდევით თქვენ და ყოველ ხორციელს, რაც კი არის ამქვეყნად.
9:18ესენი იყვნენ ნოეს შვილები, კიდობნიდან რომ გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. ქამი იყო ქანაანის მამამთავარი.
9:19ეს სამნი იყვნენ ნოეს შვილები, მათგან მთელი დედამიწა იქნა დასახლებული.
პარალელური ადგილები: შესაქმე 9:18
- შესაქმე 10:1ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.
- შესაქმე 10:6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- შესაქმე 9:25თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
- შესაქმე 9:27განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!
- შესაქმე 9:23აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
- ნეშტთა შორისა ა 1:4ნოე, სემი, ქამი, იაფეთი.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 9
სრულად წაიკითხე: შესაქმე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში