
შესაქმე 9:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
შესაქმე 9:25 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის ოთხშაბათი (მწუხრი).
შესაქმე 9:25 კონტექსტში
9:23აიღეს სემმა და იაფეთმა სამოსელი, მოისხეს მხრებზე, უკუსვლით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
9:24გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოეპყრა მას უმცროსი ვაჟი.
9:25თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
9:26თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!
9:27განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!
პარალელური ადგილები: შესაქმე 9:25
- მეორე სთვლისაება 27:16წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
- იესო ნავეს ძე 9:23დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენგან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!
- იოანე 8:34მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა.
- მსაჯულნი 1:28როცა მომძლავრდა ისრაელი, დახარკა ქანაანელები, აყრით კი ვერ აჰყარა.
- მსაჯულნი 1:30ზაბულონმა ვერ აჰყარა კიტრონელები და ნაქლოლელები, ცხოვრობდნენ ისინი მათ გვერდით და მისი მოხარკენი შეიქნენ.
- იესო ნავეს ძე 9:27დაუყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მზიდავებად საზოგადოებას და უფლის სამსხვერპლოს უფლის მიერ არჩეულ ადგილას, დღევანდლამდე.
- ნეშტთა შორისა ბ 8:7ყველა ხალხი, რომელიც დარჩა ხეთელთაგან, ამორეველთაგან, ფარიზეველთაგან, ხიველთაგან და იებუსეველთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,
- ნეშტთა შორისა ბ 8:8და მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანებს, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.
განაგრძე კითხვა: შესაქმე 9
სრულად წაიკითხე: შესაქმე 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში