
აბაკუმი 3:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომიი თელავ ხალხებს.
აბაკუმი 3:12 · საქართველოს საპატრიარქო
აბაკუმი 3:12 კონტექსტში
3:10დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.
3:11მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე.
3:12რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომიი თელავ ხალხებს.
3:13შენი ერის გამოსასხნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად; ჭერი ჩაუნგრიე ბოროტეულის სახლს, ძირიდან თხემამდე გააშიშვლე.
3:14თავი გაუგმირე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, ბედშავის იდუმალ ჩასაყლაპად.
პარალელური ადგილები: აბაკუმი 3:12
- იერემია 51:33რადგან, ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ბაბილონის ასული გასალეწად გამზადებული კალოა; ცოტაც და, დადგება მისი მომკის ჟამი.
- მიქა 4:12მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე.
- მიქა 4:13მიდექი და ლეწე, სიონის-ასულო, რადგან რკინის რქებს დაგასხამ და სპილენძის ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი მთელი ქვეყნიერების უფალს.
- ამოსი 1:3სამ დანაშაულს ვაპატიებ დამასკოს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან რკინის უროებით ნაყავდნენ გალაადს.
- რიცხვთა 21:23არ დაანება სიხონმა თავის საზღვარზე გავლა; შეკრიბა სიხონმა მთელი თავისი ჯარი და გავიდა ისრაელის დასახვედრად უდაბნოში; მივიდა იაჰელაში და შეებრძოლა ისრაელს.
- რიცხვთა 21:35მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და მთელ მის ქალაქს, ისე რომ არავინ გადარჩენილა, და დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.
- მოციქულთა საქმენი 13:19ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
- ფსალმუნები 78:55განდევნა მათი გულისათვის ხალხები და გაუნაწილა მათი მამულები სამკვიდრებლად, და დაასახლა მათს კარვებში ტომები ისრაელისა.
განაგრძე კითხვა: აბაკუმი 3
სრულად წაიკითხე: აბაკუმი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში