
აბაკუმი 3:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.
აბაკუმი 3:10 · საქართველოს საპატრიარქო
აბაკუმი 3:10 კონტექსტში
3:8ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს შენი მძვინვარება და ზღვას შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი?
3:9შენ იშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა.
3:10დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.
3:11მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე.
3:12რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომიი თელავ ხალხებს.
პარალელური ადგილები: აბაკუმი 3:10
- ფსალმუნები 93:3აიმაღლეს მდინარეებმა, უფალო, აიმაღლეს მდინარეებმა თავიანთი ხმა, აიმაღლებენ მდინარენი თავიანთ ხმაურს.
- ებრაელთა მიმართ 11:29რწმენით გადავლეს მეწამული ზღვა, როგორც ხმელეთი, ხოლო ეგვიპტელები, იგივე რომ დააპირეს, უფსკრულს დაინთქნენ.
- იერემია 4:24შევხედე მთებს და, აჰა, იძვრიან, ბორცვები ირყევიან ერთიანად.
- ესაია 43:20პატივს მომაგებენ ველური მხეცები - ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული.
- ფსალმუნები 98:7ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისი მკვიდრნი.
- ფსალმუნები 98:8მდინარეებმა ტაში დაუკრან, მთებმა ერთად იმხიარულონ.
- მათეს სახარება 27:51და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
- იესო ნავეს ძე 4:23რადგან ამოშრობილი ჰქონდა უფალს, თქვენს ღმერთს, იორდანეს წყლები თქვენ წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოხვედით, როგორც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვას, რომელიც ამოაშრო ჩვენ წინაშე, ვიდრე გაღმა არ გამოვედით,
განაგრძე კითხვა: აბაკუმი 3
სრულად წაიკითხე: აბაკუმი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში