
ებრაელთა მიმართ 10:36: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
ებრაელთა მიმართ 10:36 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 35 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 10:36
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “მხოლოდ ერთი რამ გმართებთ: მოთმინებით დაელოდოთ აღსრულებას აღთქმულისა და კვლავ ნუ შეუდგებით ბრძოლას. აჰა, სიახლოვეს ხართ გვირგვინთან. ყოველივე დაითმინეთ: ღვაწლი, ბორკილები, მწუხარება, ქონების გაძარცვა. მაშ, რა დაგრჩენიათ? აჰა, გვირგვინის დადგმის მოლოდინში ხართ. მხოლოდ ერთი რამ დაგრჩენიათ: გვირგვინის მოლოდინის დათმენა.”
მთელი განმარტება
მხოლოდ ერთი რამ გმართებთ: მოთმინებით დაელოდოთ აღსრულებას აღთქმულისა და კვლავ ნუ შეუდგებით ბრძოლას. აჰა, სიახლოვეს ხართ გვირგვინთან. ყოველივე დაითმინეთ: ღვაწლი, ბორკილები, მწუხარება, ქონების გაძარცვა. მაშ, რა დაგრჩენიათ? აჰა, გვირგვინის დადგმის მოლოდინში ხართ. მხოლოდ ერთი რამ დაგრჩენიათ: გვირგვინის მოლოდინის დათმენა.
რაოდენი ნუგეშია! უფალი ისე ანუგეშებს მათ, როგორც მხედართმთავარი ანუგეშებს მეომარს, რომელმაც ყველა დაამარცხა და არც ერთი მოწინააღმდეგე აღარ დარჩენია, მაგრამ გვირგვინის მოლოდინში მოთმინებას კარგავს, ვიდრე ბრძოლის წინამძღოლი მოვა და გვირგვინს დაადგამს. მოუთმენლობის გამო კი სურს, რომ მიატოვოს ბრძოლის ველი და გაიქცეს, რადგან ვერ უძლებს წყურვილსა და პაპანაქებას.
აი, რას ამბობს წმინდა წერილი: “რამეთუ მცირედღა, მცირედღა და მომავალი მოვიდეს და არა დაყოვნოს” (ებრ. 10:37).
თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე ფოტი კონსტანტინოპოლელი9 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
ებრაელთა მიმართ 10:36 კონტექსტში
10:34ვინაიდან ჩემს ტყვეობასაც თანაუგრძნეთ და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით შეხვდით, რადგანაც იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ცაში.
10:35მაშ, ნუ გიღალატებთ მხნეობა, რომელსაც დიადი საზღაური ელის.
10:36მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
10:37ვინაიდან ცოტაც, სულ ცოტაც, და არ დააყოვნებს, მოვა მომავალი.
10:38მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.
პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 10:36
- ებრაელთა მიმართ 12:1ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენ წინაშე მდებარე სარბიელი.
- ფსალმუნები 37:7დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
- იაკობის ეპისტოლე 5:7მაშ, მრავლისმთმენნი იყავით, ძმანო, უფლის მოსვლამდე. აჰა, გლეხკაცი ელის მიწის სანუკვარ ნაყოფს; მოთმინებით ელის როდის ეღირსება წვიმას, ნაადრევს თუ ნაგვიანევს.
- იაკობის ეპისტოლე 5:11აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი.
- კორინთელთა მიმართ ა 13:7ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
- ლუკას სახარება 21:19მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
- ებრაელთა მიმართ 6:15და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა.
- რომაელთა მიმართ 2:7მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს;
განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 10
სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


