
ლუკას სახარება 21:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
ლუკას სახარება 21:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 21:19 კონტექსტში
21:17და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
21:18მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
21:19მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
21:20ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.
21:21მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 21:19
- ებრაელთა მიმართ 10:36მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
- მათეს სახარება 10:22და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
- იაკობის ეპისტოლე 1:3რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;
- გამოცხადება 3:10რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელ ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.
- რომაელთა მიმართ 5:3და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას,
- რომაელთა მიმართ 2:7მათ, ვინც კეთილი საქმის ერთგულებით დიდებას, პატივსა და უხრწნელებას მიელტვის, საუკუნო სიცოცხლეს;
- გამოცხადება 13:10ვისაც ტყვე მიჰყავს, არც თვითონ ასცდება ტყვეობა, ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება; ესაა წმიდათა მოთმინება და რწმენა.
- ფსალმუნები 37:7დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 21
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში