გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

ებრაელთა მიმართ 12:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

7 interpreters აპლიკაციაში

ებრაელთა მიმართ 12:18

რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,

ებრაელთა მიმართ 12:18 · საქართველოს საპატრიარქო

რას ამბობენ ეკლესიის მამები: ებრაელთა მიმართ 12:18

7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “იუდეველთა ტაძარში იყო საოცარი წმიდათა წმიდა, და ჰქონდათ აგრეთვე საშინელიც, სინას მთაზე მომხდარი: ცეცხლი, ღრუბელი, წყვდიადი, ქარიშხალი, ვინაიდან სინაზე, როგორც თქმულა, ღმერთი ცეცხლში, ქარიშხალსა და წყვდიადში ეცხადებოდა (მეორე სჯულ. 5:22).”

    მთელი განმარტება

    იუდეველთა ტაძარში იყო საოცარი წმიდათა წმიდა, და ჰქონდათ აგრეთვე საშინელიც, სინას მთაზე მომხდარი: ცეცხლი, ღრუბელი, წყვდიადი, ქარიშხალი, ვინაიდან სინაზე, როგორც თქმულა, ღმერთი ცეცხლში, ქარიშხალსა და წყვდიადში ეცხადებოდა (მეორე სჯულ. 5:22).

    ახალი აღთქმის დაწესებისას არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ქრისტემ იგი უბრალო საუბარში ბოძა.

    პავლე მოციქული ამ ორ მოვლენას ერთმანეთს ადარებს. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდია განსხვავება სინას მთასა და ზეცას შორის? რა შეედრება ხელშესახებ ცეცხლს, უხილავ ღმერთს? “ღმერთი ჩვენი ცეცხლია, შთანთქმელი” (ებრ. 12:29).

    სინაზე მომხდარი ამბავი იმდენად საშინელი იყო, რომ ებრაელებმა მოსეს შესთხოვეს: “ილაპარაკე შენ ჩვენთან და მოვისმენთ, ღმერთმა კი ნუ გველაპარაკება, რომ არ მოვკვდეთ” (გამოს. 20:19).

    მოციქული ამბობს, რომ ის ხილვა იმდენად საზარელი იყო, თვით მოსეც კი შეძრწუნდა და შეშინდა. განა გასაკვირია, რომ ხალხი შიშმა შეიპყრო, როდესაც თვით მოსე, ღვთის თანდასწრების ადგილას შესვლისას, შიშსა და ძრწოლას გრძნობდა?

    მაშინდელი ამბავი საშინელი იყო, ახალი აღთქმა კი, გაცილებით დიდებული და მშვენიერი. მასში არ არის წყვდიადი, არც ღრუბელი და არც ქარიშხალი. მაშ, რატომ გამოჩნდა ღმერთი ცეცხლში? როგორც ჩანს, ამით ძველი აღთქმის ბუნდოვანება, კანონის იდუმალება და დაფარულობა გამოიხატა. ამასთან, ეს მიანიშნებს, რომ კანონმდებელი დამნაშავეთათვის საშინელი და მრისხანე უნდა იყოს. საყვირის ხმა რას ნიშნავდა? ეს მიანიშნებდა მეუფის გამოცხადებას. ასევე იქნება მეორედ მოსვლისას, ვინაიდან, როგორც მოციქული ამბობს, “დავყვირებთ და ყველანი აღვდგებით” (1 კორ. 15:52). მკვდრეთით აღდგომა ღვთის ძალით აღსრულდება. საყვირის ხმა კი იმაზე მიანიშნებს, რომ ყველანი უნდა აღვდგეთ.

    სინას მთაზე ყველაფერი გრძნობადი იყო: ხილვებიც და ხმებიც. ახალი აღთქმა კი სულიერი და უხილავია. ცეცხლი იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთი “ცეცხლია, შთანთქმელი” (ებრ. 12:29). ღრუბელი, წყვდიადი და კვამლი კვლავ საშინელებას გამოხატავს. ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: “და სახლი კვამლით აივსო” (ეს. 6:4). ქარიშხალი რატომ იყო? კაცობრიობა უზრუნველად ცხოვრობდა, ამიტომ საჭირო იყო მისი გამოფხიზლება. არ არსებობდა უზრუნველი ადამიანი, რომელიც ამ მოვლენებისას გონებას ზეცისკენ არ მიაპყრობდა.

    “მოსე ლაპარაკობდა და ღმერთი ხმით პასუხობდა მას” (გამოს. 19:19), ვინაიდან აუცილებელი იყო ღვთის ხმის გაგონება. ღმერთს მოსეს მეშვეობით სურდა კანონის გადაცემა, ამიტომაც მოსე სარწმუნო გახადა. ებრაელები მოსეს ღრუბლის გამო ვერ ხედავდნენ და ვერც მის ენაბლუობას ისმენდნენ. მაშ, რა მოხდა? თავად ღმერთი პასუხობდა მას “ხმით”, თითქოს ხალხს ელაპარაკებოდა და კანონებს გასაგებს ხდიდა.

    დავუბრუნდეთ ზემოთქმულს: “მიახვედით არა მთასა, ხელსა-სახებსა და ცეცხლითა მოტებულსა, არცა ბნელსა და წყვდიადსა და გრიგალსა, არცა საყჳრისა ხმასა და სიტყჳსასა, რომელნი-იგი მსმენელნი ითხოვდეს, რაჲთა არა მიეზიდოს მათ სიტყუაჲ”. მაშასადამე, თავად ისინი იყვნენ მიზეზი იმისა, რომ ღმერთი მათ გრძნობად სახით გამოეცხადა. რა თქვეს მათ? “ილაპარაკე შენ ჩვენთან და მოვისმენთ, ღმერთმა კი ნუ გველაპარაკება” (გამოს. 20:19).

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  6. პლატონი (ლევშინი)18 საუკუნე
  7. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე

1 / 7

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

ებრაელთა მიმართ 12:18 კონტექსტში

12:16რათა არ იყოს თქვენ შორის მემრუშე ან ღვთის გარეგანი, როგორც ესავი, ერთ შეჭამადზე რომ გაცვალა თავისი პირმშოობა.

12:17რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.

12:18რადგან მთას როდი მისდგომიხართ, ხელშესახებს თუ ცეცხლით გზნებულს, ან ბნელს, წყვდიადს თუ გრიგალს,

12:19არც საყვირის ხმას თუ ხმობას სიტყვისას, რომლის მსმენელნიც ითხოვდნენ, რომ აღარ გაგრძელებულიყო ეს სიტყვა.

12:20რადგანაც ვერ უძლებენ იმას, რაც ნაბრძანები იქნა: „მხეციც რომ გაეკაროს მთას, ჩაიქოლება“.

პარალელური ადგილები: ებრაელთა მიმართ 12:18

განაგრძე კითხვა: ებრაელთა მიმართ 12

სრულად წაიკითხე: ებრაელთა მიმართ 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში