
ფსალმუნი 102:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენ წინაშე წარიმართება.
ფსალმუნი 102:28 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 102:28 კონტექსტში
102:26ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
102:27შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან.
102:28ძენი მორჩილთა შენთა დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენ წინაშე წარიმართება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 102:28
- ფსალმუნები 69:35რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ.
- ფსალმუნები 69:36მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში.
- ფსალმუნები 45:16შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.
- ფსალმუნები 45:17გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.
- ესაია 65:22არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები.
- ესაია 59:20მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი.
- ესაია 59:21აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე.
- ფსალმუნები 89:4უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს. სელა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 102
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 102 · გახსენი ბიბლიის მკითხველში