
ოსეა 12:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება.
ოსეა 12:4 · საქართველოს საპატრიარქო
ოსეა 12:4 კონტექსტში
12:2დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას.
12:3დედის საშოში ქუსლზე მოეჭიდა თავის ძმას, მოღონიერდა და ღმერთს შეერკინა.
12:4შეერკინა ანგელოზს და სძლია, თუმცა ტირილით ემუდარებოდა. ბეთელში გვიპოვის ჩვენ და დაგველაპარაკება.
12:5უფალია ცაბაოთ ღმერთი, უფალია მისი სახელი.
12:6შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ.
პარალელური ადგილები: ოსეა 12:4
- მალაქია 3:1აჰა, მოვავლენ ჩემს ანგელოზს და გაამზადებს გზას ჩემ წინაშე; უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი.
- შესაქმე 35:15უწოდა იაკობმა სახელად ბეთილი იმ ადგილს, სადაც ღმერთი ელაპარაკა.
- შესაქმე 32:29ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა.
- შესაქმე 35:9კვლავ გამოეცხადა იაკობს ღმერთი ფადან-არამიდან დაბრუნებისას და აკურთხა ღმერთმა იგი.
- შესაქმე 35:10უთხრა ღმერთმა: იაკობია შენი სახელი; აღარ გერქმევა ამიერიდან სახელად იაკობი, არამედ ისრაელი იქნება შენი სახელი. და უწოდა სახელად ისრაელი.
- მოციქულთა საქმენი 7:30ორმოცი წელი რომ გავიდა, ეჩვენა მას უფლის ანგელოზი ცეცხლმოდებული მაყვლოვანის ალში.
- მოციქულთა საქმენი 7:35ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.
- ებრაელთა მიმართ 6:13რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავისზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,
განაგრძე კითხვა: ოსეა 12
სრულად წაიკითხე: ოსეა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში