
ოსეა 13:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე.
ოსეა 13:7 · საქართველოს საპატრიარქო
ოსეა 13:7 კონტექსტში
13:5მე გიცნობდი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე.
13:6როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.
13:7მე კი ლომად ვექცევი მათ, ვეფხვივით ჩავუსაფრდები გზაზე.
13:8ბელებწაგვრილი დათვივით დავეცემი თავს, შევუნგრევ გულისფიცარს და, როგორც ლომი, შევჭამ მათ; ველის მხეცები დაგლეჯენ მათ.
13:9თავი წაიწყმიდე, ისრაელ, რადგან მხოლოდ ჩემშია შენი შეწევნა!
პარალელური ადგილები: ოსეა 13:7
- იერემია 5:6ამიტომაც დაგლეჯს მათ მაღნარის ლომი, უდაბნოს მგელი გააჩანაგებს მათ; ვეფხვი დაუდარაჯდება მათ ქალაქებს; ყოველი გარეთ გამსვლელი დაიგლიჯება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები, გახშირდა მათი განდგომილებანი.
- ოსეა 5:14რადგან მე ლომივით ვექცევი ეფრემს და ლომის ბოკვერივით - იუდას სახლს; დავგლეჯ და წავალ, გავიტაცებ და ვერავინ იხსნის.
- გლოვა იერემიასი 3:10დათვია ის ჩემთვის, საფარში მჯდარი, და ლომი, დადარნებული;
- ამოსი 3:8ლომი ბრდღვინავს - ვინ არ შეშინდება! უფალი ღმერთი ლაპარაკობს - ვინ არ გაქადაგდება!
- ამოსი 1:2თქვა: უფალი იგრგვინებს სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; ატირდებიან მწყემსთა საძოვრები და გახმება ქარმელის მწვერვალი.
- ესაია 42:13როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ.
- ამოსი 3:4აბა, თუ ბრდღვინავს ლომი ტყეში, როცა ნადავლი არ ეგულება? თუ გამოსცემს ხმას ბოკვერი თავისი ბუნაგიდან, როცა არაფერი აქვს შესაპყრობი?
განაგრძე კითხვა: ოსეა 13
სრულად წაიკითხე: ოსეა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში