
ოსეა 13:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ოსეა 13:5 კონტექსტში
13:3ამიტომაც დილის ნისლივით იქნებიან ისინი და ცვარივით, ადრე რომ ქრება; კალოდან ქარისგან ახვეტილ ბზესავით და საკვამურიდან ადევნილი კვამლივით.
13:4მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლებული, სხვას არავის იცნობთ ჩემს გარდა და არავინაა მხსნელი.
13:5მე გიცნობდი შენ უდაბნოში, მცხუნვარე მიწაზე.
13:6როცა საძოვრები გაუჩნდათ და გაძღნენ, გადიდგულდნენ, ამიტომაც დამივიწყეს მე.
პარალელური ადგილები: ოსეა 13:5
- მეორე სთვლისაება 32:10იპოვნა იგი უკაცრიელ მხარეში, უდაბნოში, ხრიოკ ტრამალზე; უვლიდა, მოძღვრავდა, იფარავდა თვალისჩინივით.
- მეორე სთვლისაება 8:15რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.
- მეორე სთვლისაება 2:7რადგან უფალმა, შენმა ღმერთმა, გაკურთხა ყველა საქმეში, უწყოდა შენი გზა-სავალი ამ დიდ უდაბნოში. ეს ორმოცი წელიწადი შენთან არის უფალი და არაფერი მოგკლებია.
- გალატელთა მიმართ 4:9ახლა კი, როცა იცანით ღმერთი, ან, უფრო სწორად, ღმერთმა გიცნოთ, როგორღა უბრუნდებით ქვეყნიერების უმწეო და უბადრუკ საწყისთ, რათა კვლავ მათ დაემონოთ?
- გამოსვლა 2:25მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი.
- ფსალმუნები 63:1ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
- ნაუმი 1:7კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში - და ცნობს თავის მოიმედეთ.
- ფსალმუნები 142:3როცა ჩემს შიგნით შეწუხებულია სული ჩემი, შენ იცი ჩემი გზა-კვალი; გზაზე, რომლითაც დავდივარ, დამიგეს მახე.
განაგრძე კითხვა: ოსეა 13
სრულად წაიკითხე: ოსეა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში