
იგავესნი 1:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
იგავესნი 1:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 1:30 კონტექსტში
1:28მაშინ მომიხმობენ მე და მე ხმას არ გავცემ მათ, ძებნას დამიწყებენ და ვერ მიპოვნიან,
1:29რაკი შეიძულვს ცოდნა და უფლის შიში არ ირ ჩიეს,
1:30არ ისურვეს ჩემი რჩევები და შეიძულეს ყველა ჩემი დარიგება,
1:31იგემებენ ნაყოფებს მათი საქციელისამებრ და თავიანთი ავი ზრახვებით გაძღებიან.
1:32რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა.
პარალელური ადგილები: იგავესნი 1:30
- ფსალმუნები 81:11არ ისმინა ჩემმა ხალხმა ხმა ჩემი და ისრაელი არ დამემორჩილა.
- იგავესნი 1:25უკუაგდებდით ჩემს რჩევებს და ჩემს დარიგებებს ყურს არ ათხოვებდით.
- ლუკას სახარება 14:18მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.
- ლუკას სახარება 14:20მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.
- იერემია 8:9თავი შეირცხვინეს ბრძენკაცებმა, დაიბნენ და გაიხლართნენ, აჰა, უარყვეს უფლის სიტყვები და რაღა სიბრძნე აქვთ?
- ფსალმუნები 119:173იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
- ფსალმუნები 119:111დავიმკვიდრე მცნებანი შენი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 1
სრულად წაიკითხე: იგავესნი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში