
ოსეა 9:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ.
ოსეა 9:2 · საქართველოს საპატრიარქო
ოსეა 9:2 კონტექსტში
9:1ნუ მხიარულობ ისრაელო, ნუ ილხენ სხვა ხალხებივით, რადგან ბოზობ შენი ღმერთისგან განმდგარი; საჩუქრები გირჩევნია ყველა კალოს პურს.
9:2კალო და საწნახელი არ გამოკვებავს მათ და ღვინო უმტყუნებს მათ.
9:3არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში.
9:4არ დაუღვრიან უფალს ღვინოს და თავიანთი მსხვერპლით არ აამებენ მას; მათი პური მგლოვიარეთა პურივით იქნება; ყოველი მისი მჭამელი გაუწმიდურდება, რადგან ეს პური მხოლოდ მათთვის არის, და არ შედის საუფლო სახლში.
პარალელური ადგილები: ოსეა 9:2
- ოსეა 2:9ამიტომაც უკან წავიღებ ჩემს პურს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას, წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა.
- მიქა 6:13და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო.
- მიქა 6:16შენახული გაქვთ ყომრის ზნე და ყოველი საქმე ახაბის სახლისა; მისდეევთ მათ თათბირს, რომ გაგატიალოთ და სასაცილოდ გავხადო თქვენი მცხოვრებნი. თქვენ კი ჩემი ერის სირცხვილი დაგეკისროთ.
- ესაია 24:7გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული.
- ესაია 24:12უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე.
- იოელი 1:3უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა კი სხვა თაობას:
- იოელი 1:7გამიჩანაგა ვენახი და გადამიხმო ლეღვი, ქერქი გააძრო და მიაგდო; გაუფითრდა ტოტები.
- ამოსი 4:5შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ოსეა 9
სრულად წაიკითხე: ოსეა 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში