
ესაია 24:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე.
ესაია 24:12 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 24:12 კონტექსტში
24:10დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის.
24:11ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.
24:12უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე.
24:13რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის დროს, როგორც მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი.
24:14ხმას იმაღლებენ და ყიჟინებენ, ზღვიდან დასძახიან უფლის დიდებას.
პარალელური ადგილები: ესაია 24:12
- მიქა 1:9რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები; რადგან მიადგა იუდას და ჩემი ერის კარიბჭეს - იერუსალიმსაც უწია.
- გლოვა იერემიასი 2:9მიწაში ჩაეფლო მისი ჭიშკრები, მან დალეწა და შემუსრა მისი ურდულები; მისი მეფე და მთავრები წარმართთა შორის არიან; აღარ არის რჯული და მის წინასწარმეტყველებსაც შეუწყდათ უფლისგან ხილვები.
- იერემია 9:11ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.
- გლოვა იერემიასი 5:18გაუკაცრიელდა სიონის მთა და ტურები დარბიან იქ;
- მიქა 1:12რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.
- გლოვა იერემიასი 1:4მოთქვამენ სიონის გზები; დღესასწაულზე არავინ დადის, დაცარიელდა მისი ჭიშკრები; ოხრავენ მღვდლები, დანაღვლიანდნენ მისი ქალწულები, თავადაც გამწარებულია სიონი.
- გლოვა იერემიასი 1:1როგორ მარტო დარჩა ქალაქი, ოდესღაც ხალხმრავალი, ზის ქვრივი ქალივით; ხალხთა ქალბატონი და მხარეთა დედოფალი მოხარკე შეიქნა.
- ესაია 32:14რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად.
განაგრძე კითხვა: ესაია 24
სრულად წაიკითხე: ესაია 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში