
ესაია 1:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.
ესაია 1:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 1:21 კონტექსტში
1:19თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;
1:20თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.
1:21როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.
1:22ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია.
1:23შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ.
პარალელური ადგილები: ესაია 1:21
- ეზექიელი 22:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ეზექიელი 22:23იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- სოფონია 3:1ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს!
- სოფონია 3:3მისი მთავრები მბდღვინავი ლომებია მის შუაგულში, მისი მსაჯულები საღამოს მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ სტოვებენ.
- ზაქარია 8:3ასე ამბობს უფალი: დავბრუნდები სიონში და დავივანებ შუაგულ იერუსალიმში; დაერქმევა იერუსალიმს რწმენის ქალაქი და ცაბაოთ უფლის მთას - მთაწმიდა.
- ფსალმუნები 48:1ფსალმუნი, საგალობელი კორახის ძეთა. დიდია უფალი და ქებულია მეტად ჩვენი ღმერთის ქალაქში, წმიდა მთაზე.
- მიქა 3:2სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ტყავს აძრობთ ჩემს ხალხს და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.
- მიქა 3:3ვინ არიან, ჩემი ხალხის ხორცს რომ ჭამენ და აძრობენ ტყავს? ვინ არიან, რომ ამტვრევენ მათ ძვლებს და აქუცმაცებენ როგორც ქვაბში და ხორცს როგორც ქოთანში?
განაგრძე კითხვა: ესაია 1
სრულად წაიკითხე: ესაია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში