გადასვლა შინაარსზე
შობის ხატი: ღვთისმშობელი ბაგასთან, ანგელოზები, მწყემსები და მოგვები, კირილო-ბელოზერსკის მონასტერი, 1497
ქრისტეშობა, ხატთა კედლის დღესასწაულთა რიგი, 1497. კირილო-ბელოზერსკის მონასტერი. საჯარო დომენი.

ესაია 1:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ესაია 1:22

ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია.

ესაია 1:22 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 16 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათი (მეექვსე ჟამი).

ესაია 1:22 კონტექსტში

1:20თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ.

1:21როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან.

1:22ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია.

1:23შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ.

1:24ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: ოჰ, როგორ ამოვიყრი ჩემს მოსისხლეთა ჯავრს, როგორც ვიძიებ შურს ჩემს მტრებზე!

პარალელური ადგილები: ესაია 1:22

განაგრძე კითხვა: ესაია 1

სრულად წაიკითხე: ესაია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში