
ესაია 1:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე - ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება.
ესაია 1:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 1:31 კონტექსტში
1:29რადგან შერცხვენილნი იქნებიან მუხების გამო, რომელთაც შეჰხაროდით, და გაწბილდებიან ბაღების გამო, რომლებიც აირჩიეთ.
1:30რადგან ფოთოლდამჭკნარ მუხასავით და ურწყავი ბაღივით შეიქნებით.
1:31ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე - ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება.
პარალელური ადგილები: ესაია 1:31
- ესაია 66:24გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.
- მალაქია 4:1რადგან, აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.
- ეზექიელი 32:21ძლიერნი გაეხმიანებიან მას და მის შემწეთ ქვესკნელის გულში; ჩავიდნენ, წვანან წინდაუცვეთელნი, მახვილით განგმირულნი.
- მათეს სახარება 3:10ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
- ესაია 9:19ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს.
- ეზექიელი 20:47უთხარი ნეგების ტყეს: ისმინე უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ცეცხლს წაგიკიდებ და შეგიჭამს ცეცხლი ყველა ნედლ ხეს და ყველა ხმელ ხეს; არ ჩაქრება აბრიალებული ალი და გადაიბუგება ყოველი სახე სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე.
- ეზექიელი 20:48დაინახავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა, დავანთე ცეცხლი და არ ჩაქრება.
- ესაია 34:9მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება.
განაგრძე კითხვა: ესაია 1
სრულად წაიკითხე: ესაია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში