
ესაია 1:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!
ესაია 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 მარტი, 2027, დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
ესაია 1:9 კონტექსტში
1:7მოოხრებულია თქვენი ქვეყანა, გადამწვარია თქვენი ქალაქები, თქვენს მინდვრებს გადამთიელნი ჭამენ თქვენს თვალწინ და მოოხრებულია, თითქოს ურდოებს დაერბიოთ.
1:8დარჩა სიონის ასული, როგორც ქოხი ნავენახარში, როგორც ხულა ნაბოსტნარში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
1:9ეს მცირე ნატამალი რომ არ დაერჩინა ჩვენთვის ცაბაოთ უფალს, სოდომად ვიქცეოდით, გომორას დავემსგავსებოდით!
1:10ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!
1:11რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!
პარალელური ადგილები: ესაია 1:9
- რომაელთა მიმართ 9:29და როგორც იწინასწარმეტყველა ესაიამ: „უფალ საბაოთს რომ არ დაეტოვებინა ჩვენთვის თესლი, ვიქნებოდით როგორც სოდომი და გომორას ვემსგავსებოდით“.
- ესაია 37:31კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის დარჩენილი ნატამალი და მაღლა ნაყოფს გამოიღებს.
- ესაია 37:32რადგან იერუსალიმიდან გამოვა დანარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან; ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
- შესაქმე 19:24აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან.
- გლოვა იერემიასი 3:22არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
- ესაია 17:6დარჩება ნამცვრევი, რამდენიც რჩება ზეთისხილის ჩამობერტყვის შემდეგ: ორი, სამი მარცვალი წვერში, ოთხი, ხუთი მსხმოიარე ტოტებზე! ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა.
- ესაია 6:13კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი.
- ესაია 37:4ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.
განაგრძე კითხვა: ესაია 1
სრულად წაიკითხე: ესაია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში