
გლოვა იერემიასი 3:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
გლოვა იერემიასი 3:22 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:22 კონტექსტში
3:20კარგად ვიხსენებ ამას და მიღონდება სული;
3:21ასე ვპასუხობ ჩემს გულს, რადგან მაქვს იმედი;
3:22არ დაილევა უფლის მადლი, არ შეწყდება მისი წყალობები;
3:23განახლდება ყოველ სისხამზე, დიდია შენი იმედი.
3:24ჩემი ხვედრია უფალი, ამბობს ჩემი სული; ამიტომაც იმედი მაქვს მისი;
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:22
- ფსალმუნები 86:15ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
- ლუკას სახარება 1:50წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ.
- ნეემია 9:31მაგრამ ბოლომდე არ შემუსრე ისინი შენი დიდი გულმოწყალებით და არ მიატოვე, რადგან მოწყალე და მოსიყვარულე ღმერთი ხარ.
- მიქა 7:18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
- მიქა 7:19კვლავ შეგვიბრალებს ჩვენ, დათრგუნავს ჩვენს უკეთურებებს. ზღვის უფსკრულებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
- მალაქია 3:6რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო.
- ფსალმუნები 78:38და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
- ფსალმუნები 106:45გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში