
ესაია 20:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იტყვის ამ ზღვისპირეთის მცხოვრები იმ დღეს: აჰა, რის იმედზე ვყოფილვართ, შეწევნას რომ ვითხოვდით იქ აშურის მეფისგან თავის დასახსნელად! როგორ გადავრჩებით?
ესაია 20:6 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 20:6 კონტექსტში
20:4ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის ლტოლვილებს - ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად.
20:5შეეშინდებათ და შერცხვებათ ქუშის გამო, მათი იმედისა, და ეგვიპტის გამო, მათი მშვენებისა.
20:6იტყვის ამ ზღვისპირეთის მცხოვრები იმ დღეს: აჰა, რის იმედზე ვყოფილვართ, შეწევნას რომ ვითხოვდით იქ აშურის მეფისგან თავის დასახსნელად! როგორ გადავრჩებით?
პარალელური ადგილები: ესაია 20:6
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:3ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
- მათეს სახარება 23:33გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
- ებრაელთა მიმართ 2:3ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში,
- იობი 6:20შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან.
- ესაია 31:1ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან.
- ესაია 31:3კაცნია ეგვიპტელნი, არა ღმერთნი; მათი ცხენები ხორცია, არა სული. როცა უფალი მოიქნევს ხელს, წაიფორხილებს შემწე და დაეცემა შეწევნილიც. და ყველანი ერთიანად დაიღუპებიან.
- ესაია 30:1ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას.
- ესაია 30:7ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე.
განაგრძე კითხვა: ესაია 20
სრულად წაიკითხე: ესაია 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში