
ესაია 21:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არაბთა განაჩენი. არაბთა ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის ქარავნებო!
ესაია 21:13 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 21:13 კონტექსტში
21:11დუმას განაჩენი. მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია?
21:12ამბობს ყარაული: დილა დგება და ღამეა მაინც. თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით!
21:13არაბთა განაჩენი. არაბთა ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის ქარავნებო!
21:14წყალი მიაგებეთ მწყურვალებს, თემას ქვეყნის მკვიდრნო, პურით დახვდით ლტოლვილებს.
21:15რადგან მახვილებს გაექცნენ, გალესილ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდს და ბრძოლის სასტიკებას.
პარალელური ადგილები: ესაია 21:13
- იერემია 25:23დედანს და თემას და ბუზს, ყველას ვინც საფეთქელთან თმას იპარსავს,
- იერემია 25:24არაბთა ყველა მეფეს, დასავლეთის ყველა მეფეს, უდაბნოში რომ ცხოვრობენ,
- ნეშტთა შორისა ა 1:32კეტურას, აბრაამის ხარჭას ძენი: მან შვა ზიმრა, იაკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუახი, იაკშანის ძენი: შება და დედანი.
- შესაქმე 25:3იაკშანს შეეძინა შება და დედანი; დედანის შვილები იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
- ეზექიელი 27:15დადანელები შენი გამსაღებლები იყვნენ, ბევრი კუნძული გიცვლიდა საქონელს, სპილოს ეშვებს და ებანოზის ხეს გიბრუნებდნენ საფასურად.
- გალატელთა მიმართ 4:25რადგანაც აგარი იგივე სინას მთაა არაბეთში და შეესატყვისება აწინდელ იერუსალიმს, ვინაიდან თავისი შვილებითურთ მონობაშია.
- იერემია 49:28კედარზე და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ დაამარცხა, ასე ამბობს უფალი: აღდექით და დალაშქრეთ კედარი და გაძარცვეთ აღმოსავლელნო.
- იერემია 49:33ტურების ბუნაგად იქცევა ხაცორი, უდაბურ ადგილად უკუნისამდე! არ იცხოვრებს იქ კაციშვილი და ადამიანი აღარ დასახლდება.
განაგრძე კითხვა: ესაია 21
სრულად წაიკითხე: ესაია 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში