გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

იერემია 49:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იერემია 49:28

კედარზე და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ დაამარცხა, ასე ამბობს უფალი: აღდექით და დალაშქრეთ კედარი და გაძარცვეთ აღმოსავლელნო.

იერემია 49:28 · საქართველოს საპატრიარქო

იერემია 49:28 კონტექსტში

49:26ამიტომაც დაეცემიან ჭაბუკები მის მოედნებზე და ყველა მებრძოლი გაწყდება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი.

49:27ცეცხლს წავუკიდებ დამასკოს გალავანს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის პალატებს.

49:28კედარზე და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ დაამარცხა, ასე ამბობს უფალი: აღდექით და დალაშქრეთ კედარი და გაძარცვეთ აღმოსავლელნო.

49:29წაიღებენ მათ კარვებსა და ცხვარს, დაიტაცებენ მათ კრეტსაბმელებს, ჭურჭლეულს და აქლემებს. თან მიაყვირებენ: შიშია ირგვლივ!

49:30გაიქეცით, იჩქარეთ, ქვაბებში შეიხიზნეთ, ხაცორის მკვიდრნო! ამბობს უფალი, რადგან თათბირი ქნა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ თქვენ წინააღმდეგ და განზრახვა განიზრახა თქვენ წინააღმდეგ.

პარალელური ადგილები: იერემია 49:28

განაგრძე კითხვა: იერემია 49

სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში