
ესაია 24:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს.
ესაია 24:9 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 24:9 კონტექსტში
24:7გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული.
24:8გაცუდდა დაფდაფთა მხიარულება, შეწყდა მოზეიმეთა ყიჟინა, გაცუდდა ქნარის მხიარულება.
24:9აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს.
24:10დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის.
24:11ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.
პარალელური ადგილები: ესაია 24:9
- ესაია 5:22ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში!
- ეკლესიასტე 9:7წადი, მხიარულად ჭამე შენი პური და გულის სიხარულით სვი შენი ღვინო, რაკი ღმერთმა მოგიწონა ნამოქმედარი.
- ამოსი 8:3მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი; უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ.
- ესაია 5:20ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ!
- ამოსი 6:5ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობელად მოაქვთ თავი.
- ამოსი 6:7ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა შეწყდება.
- ეფესელთა მიმართ 5:18ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
- ეფესელთა მიმართ 5:19ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს.
განაგრძე კითხვა: ესაია 24
სრულად წაიკითხე: ესაია 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში