
ესაია 24:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.
ესაია 24:11 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 24:11 კონტექსტში
24:9აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს.
24:10დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის.
24:11ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან.
24:12უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე.
24:13რადგან ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის დროს, როგორც მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი.
პარალელური ადგილები: ესაია 24:11
- ოსეა 7:14გულით არ შემომღაღადებენ, არამედ კვნესიან თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინის გულისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.
- ესაია 16:10ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და ვენახებში აღარ გაისმება სიმღერა და გუგუნი, საწნახლებში ღვინოს აღარ წურავენ; შევწყვიტე ჰედადის ძახილი.
- ამოსი 5:16რადგან ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება და იტყვიან ყველა შუკაში: ვაი, ვაი! მოუხმობენ მიწათმოქმედს საგოდებლად და საგლოვად - მოტირალებს.
- ამოსი 5:20განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში.
- იერემია 48:33ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და მოაბის ქვეყანას; გავაქრობ ღვინოს საწნახლებიდან, აღარ დაწურავენ შეძახილით: ჰედად! ჰედად! აღარ გაისმება ჰედადის შეძახილი.
- ესაია 8:22მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
- მათეს სახარება 22:11შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა საქორწინო სამოსი.
- მათეს სახარება 22:13მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
განაგრძე კითხვა: ესაია 24
სრულად წაიკითხე: ესაია 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში