
რომაელთა მიმართ 11:6: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.
რომაელთა მიმართ 11:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 14 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 4 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: რომაელთა მიმართ 11:6
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “პავლე მოციქული კვლავ იუდეველთა სიჯიუტეს ამხელს. ამჯერადაც მათ პასუხისმგებლობას არიდებს და ამბობს, რომ არ აქვთ გამართლება.”
მთელი განმარტება
პავლე მოციქული კვლავ იუდეველთა სიჯიუტეს ამხელს. ამჯერადაც მათ პასუხისმგებლობას არიდებს და ამბობს, რომ არ აქვთ გამართლება.
თქვენ ვერ იტყვით, რომ წინასწარმეტყველები შეგაგონებდნენ, ღმერთი გიხმობდათ, საქმეები მოწმობდნენ და მოშურნეობა საკმარისი იყო ჩვენს მოსაქცევად. Მცნებები მძიმე იყო და ამიტომ ვერ მოვედით, რადგან ჩვენგან საქმეებისა და ძნელი დამსახურებების გამოჩენას ითხოვდნენ, რის თქმაც კი არ შეიძლებაო. ნუთუ ღმერთი თქვენგან იმას მოითხოვდა, რაც მის მადლს დაჩრდილავდა?
მოციქული ამ სიტყვებით გვიჩვენებს, თუ რაოდენ ძლიერ სურდა უფალს მათი ხსნა. მათი ხსნა არა მარტო ადვილი შეიძლებოდა ყოფილიყო, არამედ ღვთისთვისაც უდიდესი დიდება იქნებოდა თავისი კაცთმოყვარეობის გამოვლენა. მაშ, რატომ შეშინდით მოახლოება, როდესაც თქვენგან საქმეებს არ ითხოვენ? რატომ კამათობთ და ჯიუტობთ, როდესაც მადლს გთავაზობენ, ხოლო თქვენ უსარგებლოდ და უმიზეზოდ რჯულზე მიუთითებთ? რჯულით ხომ თავს ვერ იხსნით, ამ დარიგებას კი დაამცირებთ. თუ ჯიუტად გსურთ რჯულით გადარჩენა, მაშინ ღვთის მადლს ანადგურებთ.
იმისათვის, რომ ეს ახალ მოძღვრებად არ ჩათვალონ, მოციქული წინასწარ ამბობს, რომ ის შვიდი ათასიც მადლით იყო გადარჩენილი. სიტყვებით: “ასევე ამჟამადაც მადლის მიერ რჩეულთა ნატამალი არსებობს” (რომ. 11:5), იგი სწორედ იმას გვიჩვენებს, რომ ისინიც მადლით იყვნენ გადარჩენილნი. იგივე ჩანს სიტყვებიდან: “დავიტოვე ჩემთვის” (რომ. 11:4), რომლითაც ღმერთი გვიჩვენებს, რომ საქმის უდიდესი ნაწილი მან თავად აღასრულა.
თუ მადლით არის, იტყვი შენ, მაშინ რატომ არ ვართ ყველა გადარჩენილები? იმიტომ, რომ თქვენ თვითონ არ გინდათ. მადლი, თუმცა სწორედ მადლია, მაგრამ იხსნის მსურველებს და არა მათ, რომელთაც არ სურთ და ზურგს აქცევენ მას, რომლებიც მუდმივად აღდგებიან მის წინააღმდეგ და ეწინააღმდეგებიან მას. ხედავ, როგორ ამხელს მოციქული ყველგან იმ ჭეშმარიტებას, რომ შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ აღსრულდეს და ამტკიცებს, რომ აღთქმა აღსრულდა ღირსეულებზე და რომ ღირსეულებს, თუმცა ცოტანი არიან, შეუძლიათ შეადგინონ ღვთის ერი (რომ. 9:6)? ეპისტოლის დასაწყისში იგივე აზრი უფრო დიდი ძალით გამოხატა და თქვა: “რა მოხდა, თუ ზოგიერთებმა არ ირწმუნეს”. Ამაზე არ შეჩერებულა და დაამატა: “ღმერთი იყოს ჭეშმარიტი, ხოლო ყოველი კაცი, ცრუ” (რომ. 3:3-4); და ახლა იგი კვლავ ამხელს ამ აზრს სხვა არგუმენტებით, ამტკიცებს მადლის ძლიერებას და იმას, რომ ყოველთვის ზოგი გადარჩება, ზოგი კი იღუპება.
მაშ, ვმადლობდეთ ღმერთს იმისათვის, რომ ჩვენ გადარჩენილთა შორის აღმოვჩნდით და, რაკი არ შეგვეძლო საქმეებით გადავრჩენილიყავით, ღვთის წყალობით გადავრჩით. ჩვენს მადლიერებას კი არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითა და საქციელით დავამოწმებთ. მადლიერება მაშინ არის სრულყოფილი, როდესაც ვასრულებთ იმას, რაც ღვთის სადიდებლად გვესახება და როდესაც თავს ვარიდებთ იმას, რისგანაც გავთავისუფლდით. თუ ჩვენ, მეფის შეურაცხყოფის შემდეგ, სასჯელის ნაცვლად ჯილდოს ვიღებთ, შემდეგ კი კვლავ შეურაცხვყოფთ მას, მაშინ სამართლიანობა მოითხოვს. Ჩვენ, როგორც უდიდესი უმადურობის დამნაშავეებმა, უდიდესი სასჯელი დავიმსახუროთ, თანაც გაცილებით მეტი, ვიდრე ადრე, რადგან წინანდელი შეურაცხყოფა იმდენად არ ამტკიცებდა ჩვენს უმადურობას, რამდენადაც ღირსების მოპოვებისა და მრავალი წყალობის შემდეგ ჩადენილი. ამიტომ, თავს ვარიდებდეთ იმას, რისგანაც გავთავისუფლდით და მადლობას ვამბობდეთ არა მარტო ბაგეებით, რათა ჩვენზეც არ ითქვას: “ეს ხალხი ბაგეებით მცემს თაყვანს, გულით კი შორს არის ჩემგან” (ეს. 29:13).
ნუთუ უცნაური არ არის, რომ ზეცანი ღვთის დიდებას აუწყებენ, შენ კი, ვისთვისაც ზეცანი ადიდებენ ღმერთს, ისეთ საქმეებს სჩადიხარ, რომ შენს მიერ იგმობა შენი შემოქმედი ღმერთი? რა თქმა უნდა, ამის გამო არა მარტო ის ისჯება, ვინც გმობს, არამედ შენც ექვემდებარები სასჯელს. ზეცანი ღმერთს იმით არ ადიდებენ, რომ ხმას გამოსცემენ, არამედ ჭვრეტით აღძრავენ სხვებს სადიდებლად; თუმცა მათზეც ნათქვამია, რომ ისინი ღვთის დიდებას აუწყებენ. ასევე, ღირსშესანიშნავ ცხოვრებას რომ ატარებენ, თუმცა დუმან, მაგრამ ადიდებენ ღმერთს, როდესაც მათი მეშვეობით სხვები ადიდებენ მას. და არა იმდენად ცა, რამდენადაც სუფთა ცხოვრება იწვევს გაოცებას. ამიტომ, როდესაც წარმართებთან ვსაუბრობთ, ცაზე კი არ მივუთითებთ, არამედ ადამიანებზე, რომლებიც უწინ მხეცებზე უარესები იყვნენ და რომლებიც ღმერთმა ანგელოზებს მიამსგავსა და, ამ ცვლილებაზე მითითებით, პირს ვუკრავთ მათ. ადამიანი გაცილებით უკეთესია ცაზე და შეუძლია მოიპოვოს სული, რომელიც ზეცის სილამაზეზე აღმატებულია. ცა, ამდენი ხნის განმავლობაში ხილვადი, ცოტას არწმუნებს, ხოლო პავლემ, რომელმაც ცოტა ხანს იქადაგა, მთელი სამყარო მიიზიდა, რადგან ფლობდა სულს, რომელიც ცაზე არანაკლები იყო და ყველას შეეძლო მიეზიდა. ჩვენი სული მიწის ღირსიც არ არის; მისი (სული) კი ცათა სწორია. ცა დგას, ინარჩუნებს თავის საზღვარსა და კანონს, ხოლო პავლეს სულის სიმაღლემ გადააჭარბა ყველა ცას და თავად ქრისტეს ესაუბრება; მისი სილამაზე იმდენად დიდია, რომ თავად ღმერთი მოწმობს მასზე. ვარსკვლავების შექმნისას ანგელოზები გაოცდნენ, პავლეთი კი ქრისტე გაოცდა, რომელმაც თქვა: “ჭურჭელი რჩეული არს ჩემი ესე” (საქ. 9:15). ცას ხშირად ღრუბლები ფარავენ, პავლეს სული კი არცერთ განსაცდელს არ დაუბნელებია, არამედ ქარიშხლებს შორისაც კი უფრო ბრწყინვალე ჩანდა, ვიდრე მოწმენდილ შუადღეს და ისევე ბრწყინავდა, როგორც სიბნელემდე. მასში მბრწყინავი მზე არ ასხივებდა ისეთ სხივებს, რომლებიც განსაცდელებისგან დაბნელდებოდა, არამედ განსაცდელების დროს კიდევ უფრო ბრწყინავდა. ამიტომაც თქვა ქრისტემ: “გეყოფის მადლი ჩემი, ვინაიდან ძალა ჩემი უძლურებაში სრულდება” (2 კორ. 12:9).
მაშ, მივბაძოთ მას და, თუ მოვისურვებთ, ჩვენთან შედარებით არაფერს არ ნიშნავს არც ცა, არც მზე და არც მთელი სამყარო, რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის არის და არა ჩვენ ამისთვის. ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ღირსნი ვართ იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის შეიქმნა. თუ ამის ღირსნი არ აღმოვჩნდებით, მაშინ როგორ ვიქნებით სასუფევლის ღირსნი? და თუ მზის ყურების ღირსნი არ არიან ისინი, ვინც ღვთის საგმობად ცხოვრობენ, მაშინ ღვთისმგმობელნი არ იმსახურებენ იმ ქმნილებებით ტკბობას, რომლებიც ადიდებენ ღმერთს. Შვილიც, რომელიც მამას შეურაცხყოფს, არ იმსახურებს პატიოსანი მონების მომსახურებას. ამიტომ, ღვთის ქმნილებანი დიდ დიდებას მიიღებენ, ჩვენ კი სასჯელსა და სატანჯველს დავექვემდებარებით. და რა უბედურება იქნება, თუ ქმნილება. Შენთვის მოწოდებულია არსებობისკენ, გარდაიქმნება ღვთის შვილების დიდების თავისუფლებაში, ჩვენ კი, რომლებიც ღვთის შვილები ვიყავით, რომელთა გამოც ქმნილება დატკბება იმ დიდი ნეტარებით, დიდი გულგრილობის გამო დავიღუპებით და გეენაში აღმოვჩნდებით. ამიტომ, რომ ეს არ მოხდეს, ჩვენ, სუფთა სულის შეძენის შემდეგ, შევინარჩუნოთ იგი ასეთად, ან უკეთ რომ ვთქვათ, გავზარდოთ მისი ბრწყინვალება; და თუ ჩვენ სული გავაბინძურეთ, ნუ ვიქნებით სასოწარკვეთილებაში. “თუ თქვენი ცოდვები ძოწისფერი იქნება, თოვლივით გავათეთრებ; თუ ჭიაფერი იქნება, მატყლივით გავასპეტაკებ” (ეს. 1:18). და თუ ღმერთი გვპირდება, შენ ნუ შეგეპარება ეჭვი, არამედ აკეთე ის, რითაც შეგიძლია მიიზიდო ეს აღთქმები. ბევრი ცუდი საქმე და დანაშაული ჩაიდინე? რა მოხდა? შენ ჯერ კიდევ არ ჩასულხარ ჯოჯოხეთში, სადაც არავინ აღიარებს, ასპარეზი ჯერ კიდევ არ განადგურებულა, არამედ შენ დგახარ სარბიელზე და შეგიძლია უკანასკნელი ბრძოლით აანაზღაურო ყველა დამარცხება. შენ ჯერ კიდევ იქ არ ხარ, სადაც მდიდარი იმყოფება და შენთვის ჯერ კიდევ არ უთქვამთ: “თქვენსა და ჩვენს შორის დიდი უფსკრულია დადებული” (ლუკ. 16:26). სიძე ჯერ კიდევ არ მოსულა და არავის შეეშინდება ზეთის მოცემა; შენ ჯერ კიდევ შეგიძლია იყიდო და მარაგად დაიტოვო. ჯერ კიდევ არავინ იტყვის: “ვაითუ არ გვეყოს არც ჩვენ და არც თქვენ” (მათ. 25:9), მაგრამ ბევრია გამყიდველი, არიან შიშვლები, მშივრები, ავადმყოფები, ბორკილდადებულები. ზოგი გამოკვებე, ზოგი ჩააცვი, მწოლიარენი მოინახულე და ზეთი წყაროებზე მეტი გექნება. ანგარიშის დღე ჯერ არ დამდგარა. გამოიყენე დრო, როგორც საჭიროა, შეამცირე ვალები და იმას, ვისაც ასი საწყაო ზეთი ჰქონდა, უთხარი: “აიღე შენი ქაღალდი და დაწერე ორმოცდაათი” (ლუკ. 16:6). ასევე მოიქეცი ფულის, სიტყვებისა და ყველაფერი დანარჩენის მიმართ, მიბაძე იმ მმართველს; არწმუნე ამაში საკუთარი თავიც და ნათესავებიც. ჯერ კიდევ გაქვს უფლება ამის თქმისა, ჯერ კიდევ არ ხარ იძულებული ამის თხოვნა სხვას სთხოვო, არამედ გაქვს ძალა რჩევა მისცე საკუთარ თავსაც და სხვებსაც. როდესაც იქ გადასახლდები, შენ ვერ შეძლებ, როგორც საჭიროა, ვერც იმის კეთებას და ვერც ამის. და სამართლიანიცაა. შენ იმდენი დრო მოგეცა, მაგრამ სარგებელი ვერ მოუტანე ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვას: როგორ შეძლებ ასეთი წყალობის მიღებას, როდესაც უკვე მსაჯულის ხელში იქნები? ყოველივე ეს რომ გაიაზრო, ვიზრუნოთ ჩვენს ხსნაზე და ნუ დავღუპავთ ამჟამინდელი ცხოვრების ხელსაყრელობას. შესაძლებელია, სავსებით შესაძლებელია უკანასკნელი ამოსუნთქვის დროსაც კი ასიამოვნო ღმერთს; შესაძლებელია ანდერძით მოიპოვო მოწონება, თუმცა არც ისე ადვილია, როგორც სიცოცხლეში, თუმცა შესაძლებელია. როგორ, კერძოდ? თუ შენს მემკვიდრეებს შორის ქრისტესაც ჩარიცხავ და მისთვის მთელი მემკვიდრეობიდან ნაწილს გამოყოფ. სიცოცხლეში არ გამოკვებე იგი? სიკვდილის შემდეგ მაინც, როდესაც შენი ქონების ბატონი აღარ ხარ, გადაეცი იგი ქრისტეს: ის კაცთმოყვარეა და მკაცრად არ გკითხავს. რა თქმა უნდა, სიყვარულიც მეტია და ჯილდოც მეტია, თუ მას სიცოცხლეში კვებავ. Თუ ეს არ გააკეთე, მაშინ, უკიდურეს შემთხვევაში, მეორე მაინც შეასრულე, დატოვე იგი შენი ქონების თანამემკვიდრედ შენს შვილებთან ერთად. და თუ ამაზეც ვერ ბედავ, მაშინ გაიხსენე, რომ მისმა მამამ შენი თანამემკვიდრე გაგხადა და განდევნე შენი არაადამიანობა. მართლაც, რა გამართლება გექნება, თუ შენს შვილებთან ერთად არ გაიზიარებ იმას, ვინც შენი ცისა და შენთვის მოკლულის თანამონაწილე გაგხადა? რა თქმა უნდა, თვითონ მან, რაც გააკეთა, ვალის გადასახდელად კი არ გააკეთა, არამედ მადლის გამოსავლენად, შენ კი ამდენი სიკეთის შემდეგ კიდევ მისი მოვალე დარჩი. თუმცა, ამის მიუხედავად, ის გვირგვინს გადგამს, თითქოს შენგან იღებს წყალობას და არა ვალს ითხოვს, მაშინ როდესაც სინამდვილეში შენგან მხოლოდ თავისას იღებს. მაშ, მიეცი მას ფული, შენთვის უკვე უსარგებლო, რომლის ბატონიც აღარ ხარ, ქრისტე კი მოგცემს სასუფეველს, შენთვის ყოველთვის სასარგებლოს, მასთან ერთად კი ამქვეყნიურ სიკეთეებსაც განიჭებს. თუ ის შენი შვილების თანამემკვიდრე იქნება, მაშინ შეუმსუბუქებს მათ ობლობას, იხსნის შეურაცხყოფისგან, მოიგერიებს ბოროტ ზრახვებს, პირს აუკრავს ცილისმწამებლებს; თუ შენი შვილები ვერ შეძლებენ ანდერძის დაცვას, მაშინ ის თავად გააკეთებს ამას და არ დაუშვებს მის დარღვევას. და თუ დაუშვებს კიდეც, თავის მხრივ აღასრულებს ყველაფერს დაწერილს უფრო დიდი გულუხვობით, რადგან შენ ისიც ღირსად ჩათვალე, რომ შვილებთან ერთად ჩაგეწერა. ამიტომ, დატოვე იგი შენს მემკვიდრედ, რადგან შენ მასთან უნდა წახვიდე და ის გაგასამართლებს აქ ჩადენილ ყოველ საქმეში.
მაგრამ არიან ისეთი უბედური და საცოდავი ადამიანებიც, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ და არ თანხმდებიან ამის გაკეთებას. Ურჩევნიათ თავიანთი ქონება თანამეინახეებსა და მაამებლებს გაუნაწილონ, უფრო სიამოვნებით აძლევენ ამა თუ იმას, ვიდრე ქრისტეს, რომელმაც ამდენი სიკეთე უბოძა მათ. რა შეიძლება იყოს ასეთ ადამიანებზე უგუნურესი? თუ მათ სახედრებს ან ქვებს შევადარებთ, მაშინაც კი სრულად ვერ გამოვხატავთ მათ უგუნურებასა და უგრძნობელობას, ვერც იმ მაგალითს ვიპოვით, რომლითაც საკმარისად წარმოვაჩენდით მათ სიგიჟესა და უგულისხმოებას. და რა გამართლებას იპოვიან ისინი, რომლებმაც არა მარტო სიცოცხლეში არ გამოკვებეს ქრისტე, არამედ, როდესაც მასთან წასვლას აპირებენ, იმ ქონებიდან, რომელსაც უკვე აღარ ფლობენ, არ სურთ მცირე ნაწილის მიძღვნაც კი მისთვის. Იმდენად მტრულ და არაკეთილგანწყობილ გრძნობებს განიცდიან მის მიმართ, რომ არ უთმობენ მას იმასაც კი, რაც მათთვის უსარგებლო გახდა? ნუთუ ვერ ხედავ, რამდენი ადამიანი არ იმსახურებს ასეთი აღსასრულის ქონას, არამედ მოულოდნელად არიან მოტაცებულნი? ღმერთმა შენი ბატონობა იმისთვის დაადგინა, რომ შენ შენს კუთვნილებას გაჰკონტროლებდი, შენი სიტყვა გეთქვა და მთელ შენს საკუთრებას განკარგავდი. რა გამართლება გექნება, როდესაც მისგან ასეთი დიდი წყალობა მიიღე, უგულებელყოფ მის სიკეთეს და სრულიად საწინააღმდეგოდ იქცევი იმასთან, თუ როგორ იქცეოდნენ შენი წინაპრები რწმენით? ისინი ჯერ კიდევ სიცოცხლეში ყიდდნენ ყველაფერს და მოციქულების ფერხთით მიჰქონდათ, შენ კი სიკვდილის დროსაც არ აძლევ გაჭირვებულებს არანაირ წილს. თუმცა სხვების სიცოცხლეშივე გაჭირვებისგან განთავისუფლებაც უკეთესია და დიდ გაბედულებასაც იძლევა, მაგრამ შენ, თუ ეს არ ისურვე, უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილის დროს მაინც გააკეთე რაიმე გმირობა. მართალია, ეს ქრისტეს მიმართ დიდ სიყვარულს არ ნიშნავს, მაგრამ მაინც სიყვარულია. ბატკნებთან ერთად პირველობას თუ ვერ მოიპოვებ, მაგრამ არც ის არის უმნიშვნელო, რომ მათ უკან იმყოფებოდე და არა თიკნებთან და მარცხნივ იდგე. და თუ ამასაც არ ასრულებ, მაშინ რას იტყვი შენს დასაცავად, როგორც კი არ გაგხდის კაცთმოყვარეს არც სიკვდილის შიში, არც ის. Ფული შენთვის უკვე უსარგებლო ხდება, არც ის, რომ შვილებს უზრუნველყოფას მოუტან, არც ის, რომ შენთვის იქ დიდ შეწყალებას შეიძენ? ამიტომ გირჩევ, უპირატესად სიცოცხლეშივე გაუნაწილო ქონების დიდი ნაწილი გაჭირვებულებს. და თუ ზოგი იმდენად მცირედმორწმუნეა, რომ ამის გადაწყვეტას ვერ ახერხებს, იძულებით მაინც გახდნენ კაცთმოყვარენი. სიცოცხლეში ფულზე ისე იყავი მიჯაჭვული, თითქოს უკვდავი იყავი, მაგრამ ახლა, როდესაც თავად ხედავ. Მოკვდავი ხარ, ახლა მაინც მიატოვე ასეთი აზრი და შენი ქონება ისე განკარგე, როგორც მოკვდავმა, ან უკეთ რომ ვთქვათ, როგორც უკვდავი ცხოვრებით მუდმივად ტკბობისთვის დანიშნულმა.
რაც არ უნდა მძიმე, რაც არ უნდა საშინელი იყოს ის, რისი თქმაც ვაპირებ, თუმცა აუცილებელია ამის თქმა: მეუფე შენს მონებს მიუჩინე. მონებს ხომ ათავისუფლებ? იხსენი ქრისტე შიმშილისგან, გაჭირვებისგან, ბორკილებისა და სიშიშვლისგან. შეძრწუნდი ამის გაგონებაზე? გაცილებით უფრო საშინელი იქნება, თუ ამას არ გააკეთებ. აქ ერთმა სიტყვამ შეგაძრწუნა, მაგრამ რას იტყვი იქ, როდესაც იქ გადასახლდები, გაცილებით უფრო საშინელ სიტყვებს გაიგონებ და როდესაც აუტანელი ტანჯვის იარაღებს დაინახავ? ვის მიმართავ? ვის მოუხმობ შენს მოკავშირედ და შემწედ? აბრაამს? მაგრამ ის არ გაგიგონებს. ან გონიერ ქალწულებს? მაგრამ ისინი არ მოგცემენ ზეთს. მამას ან პაპას? მაგრამ არცერთი მათგანი, რაც არ უნდა წმინდა იყოს, არ არის უფლებამოსილი გააუქმოს საშინელი განაჩენი. ყოველივე ეს რომ გაიაზრო, სთხოვე და ევედრე მას, ვინც ერთადერთია უფლებამოსილი წაშალოს შენი ხელწერილი და ჩააქროს საუკუნო ცეცხლი, ის მოიხმე წყალობაზე, ყოველთვის კვებე და შემოსე. Აქედანაც კეთილი იმედით წახვიდე და, იქ გამოჩენის შემდეგ, დატკბე საუკუნო სიკეთეებით, რომელთა მიღწევა ყველას მოგვმადლოს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. Რომელთანაც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად დიდება, ძალა, პატივი, ახლა და ყოველთვის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე გენადი კონსტანტინოპოლელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
რომაელთა მიმართ 11:6 კონტექსტში
11:4მაგრამ რას ეუბნება პასუხი ღვთისა? „მე დავიტოვე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე.
11:5ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი.
11:6მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.
11:7მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული.
11:8როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“.
პარალელური ადგილები: რომაელთა მიმართ 11:6
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:9რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,
- გალატელთა მიმართ 2:21არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, რადგან თუ გამართლება რჯულისგანაა, მაშინ ამაოდ მომკვდარა ქრისტე.
- რომაელთა მიმართ 4:4ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით.
- რომაელთა მიმართ 4:5იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება.
- რომაელთა მიმართ 3:27მაშ, სადღაა სიქადული? განქარებულა. კი მაგრამ, რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით.
- რომაელთა მიმართ 3:28რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.
- კორინთელთა მიმართ ა 15:10მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.
- ტიტეს მიმართ 3:5მან გვიხსნა არა ჩვენ მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,
განაგრძე კითხვა: რომაელთა მიმართ 11
სრულად წაიკითხე: რომაელთა მიმართ 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


