
ესაია 29:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება,
ესაია 29:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეოთხე კვირის პარასკევი (მეექვსე ჟამი).
ესაია 29:13 კონტექსტში
29:11იქნება თქვენთვის მთელი ეს ხილვა როგორც დაბეჭდილი წიგნის სიტყვები, რომელსაც აძლევენ წიგნის მცოდნეს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს: არ შემიძლია, რადგან დაბეჭდილია წიგნი.
29:12ეძლევა წიგნი წიგნის უცოდინარს და ეუბნებიან: წაიკითხე, ის კი ამბობს; არ ვიგი წიგნი.
29:13თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება,
29:14ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება.
29:15ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი?
პარალელური ადგილები: ესაია 29:13
- მარკოზის სახარება 7:2დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი, დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი.
- მარკოზის სახარება 7:13და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.
- ეზექიელი 33:31მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენ წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
- ეზექიელი 33:33როცა ახდება ეს და, აჰა, ახდა კიდეც! მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.
- იერემია 12:2შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან.
- მათეს სახარება 15:2რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? ვინაიდან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას.
- მათეს სახარება 15:9ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს.
- იერემია 3:10ყოველივე ამის შემდგაც არ მოქცეულა ჩემკენ წრფელი გულით მოღალატე დაჲ იუდა, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: ესაია 29
სრულად წაიკითხე: ესაია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში